გოგი თათუხაშვილი: ,,ზაალ ლატარიას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება”

შინაგანი ჯარების ყოფილი სარდალი, გოგი თათხუაშვილი ქართველ სამხედროზე და უკრაინაში მებრძოლ მოხალისესთან დაკავშირებით “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ინფორმციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ზაალ ლატარიას, სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება.

,,SOS ! SOS ! SOS !
ივანიშვილის პირადი მძევალის, საქართველოს გმირის ზაალ ლატარიას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მან სასწრაფოდ უნდა დატოვოს საქართველო და გაემგზავროს უკრაინაში სამკურნალოდ. შესაბამისი სტრუქტურები კვლავ გეგმავენ მის წინააღმდეგ პროვოკაციებს. მის გადასარჩენად საჭიროა 5600 ლარი. (4000 ლარი სასამართლოში, 1600 დნს ექსპერტიზაზე) ბანკის ანგარიში- ZAAL LATARIA GE67LB0711170459883000
მადლობა ყველას, ვინც მძიმე წუთებში ნებისმიერი ფორმით გვერდით დაუდგა ზაალს. ზაალმა მაშინ გაუძლო სამდღიან წამებას და სასამართლოზე გამოაცხადა, რომ ნარკოტიკი ჩადებულია. ჩვენი ერთობლივი ფინანსური მხარდაჭერით ჯარიმების და გირაოს საფასურის გადახდით, არ მივეცით საშუალება, დაეტოვებიათ საპატიმროში. ჩვენ ერთად დგომით პირველ ეტაპზე მოვუგეთ სახელმწიფოს და გადავარჩინეთ ზაალი .
დადგა მეორე ეტაპი, როდესაც შეშინებულმა მთავრობამ ზეწოლის, შანტაჟის გზით მოახერხა მიეღო აღიარება და მიეცა ,,პირობითი’’. შეგახსენებთ, მაშინ ზაალ ლატარიას არ ჰქონდა ფული ჩაეტარებია დნმ-ის ექსპერტიზა თავისი ჯიბეებიდან ,,ამოღებულ” ნარკოტიკების პაკეტებზე და დაედასტურებია, რომ არანაირი შეხება ამ პაკეტებთან არ ჰქონია.
დაიწყო მესამე ეტაპი, ეხლახანს მოვიდა ექსპერტიზის დასკვნა, რომ არც ერთ პაკეტზე არ არსებობს ზაალ ლატარიას ,, დნმ’’-ის კვალი.
მთელ მსოფლიოში, აშშ-სა თუ ევროპის ყველა ქვეყანაში, ებრძვიან, ავლენენ და შიფრავენ რუსულ აგენტურას.მეხუთე წელია საქართველოში რუსეთის ერთი აგენტიც კი არ დაუჭერიათ. რუსეთია სუსტი, პუტინია უვიცი თუ აგენტები არ არიან?რასაკვირველია, ბედოვლათები ჩვენ ვართ, მთავრობის წევრები საკუთარ თავს ხომ არ დაიჭერენ?თუმცა რომელ დაჭერაზეა საუბარი, როცა ისინიც გამოუშვეს, ვინც დაჭერილი იყო! მთელი ძალა მიმართულია საქართველოსთვის მებრძოლი პატრიოტებისკენ, ებრძვიან ვეტერანებს, გმირებს!

მინდა მივმართ პარტიებს და სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს თხოვნით, რომ გამოხატონ თავიანთი პოზიცია მთავრობის ამ პრორუსულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ხალხს 40 ტუალეტზე მეტად აინტერესებს თქვენი პოზიცია ,,კოდორი-2007”-ის დახოცილ ბიჭებზე , დატყვევებულ რომა შამათავასა და ზაალ ლატარიაზე!
აქვე ვურთავ დნმ-ის პასუხს, ბანკის ანგარიშს და ლინქს, სადაც ზაალზე და მის ოჯახზე ვწერდი.
P.S. დიდი მადლობა იმ მედია საშუალებას, რომელიც გაბედავს, იტყვის სიმართლეს და კომენტარის სახით დაურთავს განცხადებას, სანამ ზაალი ჯერ კიდევ ცოცხალია!

დიდი მადლობა ვინც შესძლებს ჩარიცხოს თანხა. ქვითარი კომენტარის სახით დაურთეთ განცხადებას.“-წერს თათუხაშვილი.
შეგახსენებთ, ზაალ ლატარია, ორი წლის წინ უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ საქართველოში დააკავეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here