20.1 C
London
ხუთშაბათი, მაისი 28, 2020

კალაძე გაბუნიას ეთერზე: დაუშვებელია ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ

- Advertisement -
- Advertisement -

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დაუშვებელია „„პატრიოტიზმით“ შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დარჩეს“, – ასე გამოეხმაურა კახა კალაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა P.S-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მონოლოგს, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტს უწმაწური სიტყვებით, რუსულ ენაზე მიმართავდა. 

„ჩვენი ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, დაუშვებელია “პატრიოტიზმით” შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ. ამას მარტივი სახელი ქვია – საკუთარი ქვეყნის მტრობა.​​​
ერთხელ უკვე ვნახეთ იგივე პოლიტიკური ძალის მიერ ასეთი მტრობით უმძიმეს მდგომარეობამდე მიყვანილი ქვეყანა. მეორედ ამის დაშვება არ შეიძლება. არც დავუშვებთ!“, – წერს კალაძე Facebook-ზე.

„რუსთავი 2“-ის ეთერში წამყვანის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძეც: „რუსთავი 2“-ის ეთერში პროვოკაციის საზიზღარი გამოხატულება და დესტაბილიზაციის მცდელობა ვიხილეთ“, – განაცხადა მან. 

„რუსთავი 2“-ის პირდაპირი ეთერიდან წამყვანის მიერ წარმოთქმულ სიტყვებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც.

- Advertisement -

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news