ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2020
No menu items!
No menu items!
Home IMEDI.GE კვლევა: საქართველოს მოსახლეობის 71% ევროკავშირს ენდობა

კვლევა: საქართველოს მოსახლეობის 71% ევროკავშირს ენდობა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა 2019 წლის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. როგორც ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა 2019 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 71% ენდობა ევროკავშირს, 80% მიიჩნევს, რომ ურთიერთობები კარგია.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევა განხორციელდა 2019 წლის თებერვლიდან აპრილამდე და ის ემყარებოდა პირისპირ ინტერვიუებს 1,000 ადამიანისგან შემდგარ შერჩეულ ჯგუფებში ქვეყნის მასშტაბით.

„უკვე ოთხი წელია კვლევები ყოველწლიურად ტარდება, აქედან პირველი ტალღა 2016 წელს დაიწყო. მსგავსი კვლევები ასევე ჩატარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენ ხუთ ქვეყანაში: აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვის რესპუბლიკაში, სომხეთსა და უკრაინაში. შედეგები ექვსი ქვეყნიდან ეროვნულ ანგარიშებში და კონსოლიდირებულ რეგიონულ მიმოხილვით ანგარიშში არის წარმოდგენილი“, – წერია განცხადებაში.

ძირითადი შედეგები შემდეგია:

საქართველოს მოსახლეობის 80% მიიჩნევს, რომ საქართველოს კარგი ურთიერთობები აქვს ევროკავშირთან.

საქართველოს მოსახლეობის 71% ენდობა ევროკავშირს (ეს შედეგი უცვლელია 2018 წლის შემდეგ).

საქართველოს მოსახლეობის 50% დადებითი აზრისაა ევროკავშირზე და  მხოლოდ 4%-ს აქვს უარყოფითი აზრი.

საქართველოს მოსახლეობის 74% (16%-ით მეტი 2018 წელთან შედარებით) ინფორმირებულია, რომ ევროკავშირი ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ქვეყანას, და 62% მიიჩნევს, რომ ეს მხარდაჭერა ეფექტიანია.

ვრცლად კვლევის შესახებ ინფოგრაფიკა და ანგარიში იხილეთ ბმულზე.

- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები