• მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სხვადასხვა
    • ეკონომიკა
    • სოციალური მედია
    • მსოფლიო
    • კულტურა
  • სააგენტოები
    • IPN.GE
  • ვიდეო არხი
  • პერსონები
    • არქივი
Allmedia.News
  • Rustavi2.Ge
  • IMEDI.GE
  • 1tv.Ge
  • ipn.ge
  • ON.GE
  • newposts.ge
  • Radiotavisupleba.Ge
Allmedia.News
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სხვადასხვა
    • ეკონომიკა
    • სოციალური მედია
    • მსოფლიო
    • კულტურა
  • სააგენტოები
    • IPN.GE
      ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

      ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

      16 დეკემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან

      16 დეკემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან

      გურიაში, ველური ჩაის პლანტაციაში ხანძარი ლიკვიდირებულია

      გურიაში, ველური ჩაის პლანტაციაში ხანძარი ლიკვიდირებულია

      17 დეკემბერს  ღამის საათებში ქუთაისის შემოვლით გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

      17 დეკემბერს ღამის საათებში ქუთაისის შემოვლით გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

  • ვიდეო არხი
  • პერსონები
    • არქივი
Home
Radiotavisupleba.Ge

ჩრდილოეთ კორეაში აშშ-ის წარგზავნილი ინიშნება ვაშინგტონის მომავალ ელჩად რუსეთში

აგვისტო 13th, 2019 Radiotavisupleba.Ge Radiotavisupleba.Ge Radiotavisupleba.Ge, საზოგადოება

ჩრდილოეთ კორეაში აშშ-ის წარგზავნილი ინიშნება ვაშინგტონის მომავალ ელჩად რუსეთში
გააზიარე ....
Share with your friends










Submit

ისრაელში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ დადასტურდა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის მოქრთამვის სავარაუდო ფაქტი.

უფრო კონკრეტულად, გამოძიება უკვე 4 წელია მიმდინარეობს ისრაელის არმიის (IDF) გენერლის, სამხედრო კომპანია Defensive Shield-ის ხელმძღვანელის, გალ ჰირშის წინააღმდეგ და გამოძიების ყველაზე სერიოზულ ბრალდებას სწორედ ქართველი მინისტრის მოქრთამვა წარმოადგენდა.

გამოცემა THE TIMES OF ISRAEL-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ჰირში გამართლებულია კორუფციის ბრალდებაში, რომელიც „საქართველოსთან დადებულ ხელშეკრულებებს შეეხებოდა“.

თავად გალ ჰირში ბრალდებებს იმთავითვე პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

„პოლიციის განცხადებით ქრთამის საქმეში მათ სამხილები ვერ ნახეს. ეს ბრალდება შეეხებოდა სამხედრო კომპანია Defensive Shield-ის საქმეს, რომლის ყოფილი თანამშრომელიც ამტკიცებდა, რომ ჰირშმა ქრთამი გადაუხადა საქართველოს იმდროინდელ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილს, რათ ამ კომპანიის ინტერესები გაეტარებინა ქვეყანაში. ამ კომპანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს სამხედრო ნაწილების წვრთნებში 2006 და 2008 წლებში, როდესაც კეზერაშვილი მინისტრი იყო“, – წერს გამოცემა.

თუმცა გალ ჰირში კვლავ ბრალდებულად რჩება და ბრალდებების ნაწილი გარკვეულწილად საქართველოსაც უკავშირდება.

„რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებებს – პოლიცია ამტკიცებს, რომ ჰირშმა და მისმა თანამოაზრეებმა შექმნეს რამდენიმე კომპანია უცხო ქვეყნებში, რათა Defensive Shield-ის მოგება, მიღებული საქართველოსთან 2007 და 2009 წლებში დადებული კონტრაქტებისგან, დაემალათ ისრაელის ხელისუფლებისთვის. კომპანიები პანამაშია დარეგისტრირებული, საბანკო ანგარიშები კი – შვეიცარიაში, აცხადებს პოლიცია“, – ვკითხულობთ THE TIMES OF ISRAEL-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

ტექსტის თანახმად, 12 აგვისტოს პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ათობით მილიონი შეკელი გადაირიცხა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ისრაელისა და სხვა ქვეყნების საბანკო ანგარიშებზე, რომლებიც Defensive Shield-ის თანამშრომლებთან არის აფილირებული“. არსებობს ეჭვი, რომ მათ სცადეს უცხოური საფინანსო ინსტიტუტების შეცდომაში შეყვანა, რომლებმაც უარი განაცხადეს საქართველოს თავდაცვითი ხელშეკრულებებიდან მომდინარე თანხების მიღებაზე.

„სამხილები აჩვენებს, რომ განხორციელდა ყალბი რეპორტინგი და გაყალბებული დოკუმენტების წარდგენა ამ უცხოური ფინანსური ინსტიტუტებისთვის ფულის წყაროს დასამალად“, – წერს გამოცემა.

„ტყუილს მოკლე ფეხები აქვს“ – 13 აგვისტოს ამ წინადადებით გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი გავრცელებულ ცნობებს, რომ მის წინააღმდეგ ისრაელში გამოძიება მიმდინარეობს ქრთამის აღების საქმეზე.

როგორც უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა 12 აგვისტოს, საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „ისრაელში მიმდინარეობს საკმაოდ სერიოზული, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მისი და კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც იარაღით ვაჭრობას ეხება. ვოლსკი ლაპარაკობს ასევე კეზერაშვილის წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე სამართლებრივი პროცესების შესახებაც.

ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მიმართული მსგავსი განცხადებები უკავშირდება იმ ფაქტს, რომ 1 აგვისტოს მან ახალი ტელევიზიის შექმნა დააანონსა.

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე, მათ შორის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, „ფულის გათეთრების“ და ტელეკომპანია „იმედის“ უკანონოდ გასხვისების ბრალდებებით. თუმცა, არცერთ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დღემდე არ დამდგარა.

2017 წლის აგვისტოში კეზერაშვილი სასამართლომ გაამართლა საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ბრალდებასთან დაკავშირებით. 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ალექსანდრე ნინუას. კეზერაშვილსა და ნინუას გამოძიება 5 მილიონ ევროზე მეტის გაფლანგვას ედავებოდა.

ბოლო წლებში საქართველოს პროკურატურამ კეზერაშვილის ექსტრადიცია ორჯერ მოითხოვა, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთისგან, თუმცა, არცერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

Next article რუსთავი 2“-ის საბიუჯეტო დავალიანებაზე – თანხა საკმაოდ დიდია, თუმცა ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული, არც მოუმართავს არავის ვალების ჩამოწერაზე
Previous article სტეფ კარი: "გოლდენ სტეიტი" მათ გარეშე სხვანაირად გამოიყურება

Facebook Comments

Radiotavisupleba.Ge

Radiotavisupleba.Ge

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის.

მსგავსი სტატიები

ინდოეთში დემონსტრანტების პოლიციასთან შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა IMEDI.GE
დეკემბერი 15th, 2019

ინდოეთში დემონსტრანტების პოლიციასთან შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა

საფრანგეთი რუსეთს ნაპოლეონის ბავშვობის მეგობრის ნეშტის გადაცემას სთხოვს IMEDI.GE
დეკემბერი 15th, 2019

საფრანგეთი რუსეთს ნაპოლეონის ბავშვობის მეგობრის ნეშტის გადაცემას სთხოვს

წყნარ ოკეანეში მალე შესაძლოა ახალი ქვეყანა ბუგენვილი გაჩნდეს IMEDI.GE
დეკემბერი 15th, 2019

წყნარ ოკეანეში მალე შესაძლოა ახალი ქვეყანა ბუგენვილი გაჩნდეს

ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა ipn.ge
დეკემბერი 15th, 2019

ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ქუთაისის შემოვლით გზაზე 17 დეკემბერს, ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება - 1TV 1tv.Ge
დეკემბერი 15th, 2019

ქუთაისის შემოვლით გზაზე 17 დეკემბერს, ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება - 1TV

“დატოვოს საკრებულო ერეკლე კუხიანიძემ” – ხვალ საკრებულოსთან აქცია გაიმართება  | საზოგადოება
დეკემბერი 15th, 2019

“დატოვოს საკრებულო ერეკლე კუხიანიძემ” – ხვალ საკრებულოსთან აქცია გაიმართება |

16 დეკემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ipn.ge
დეკემბერი 15th, 2019

16 დეკემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან

მესუთ ოზილის პოსტის გამო ჩინეთის CCTV-ი „არსენალი“-„მანჩესტერ სიტის“ თამაშს არ უჩვენებს IMEDI.GE
დეკემბერი 15th, 2019

მესუთ ოზილის პოსტის გამო ჩინეთის CCTV-ი „არსენალი“-„მანჩესტერ სიტის“ თამაშს არ უჩვენებს

გურიაში, ველური ჩაის პლანტაციაში ხანძარი ლიკვიდირებულია ipn.ge
დეკემბერი 15th, 2019

გურიაში, ველური ჩაის პლანტაციაში ხანძარი ლიკვიდირებულია

ბოლო სიახლეები
  • ინდოეთში დემონსტრანტების პოლიციასთან შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა 12/15/2019
  • საფრანგეთი რუსეთს ნაპოლეონის ბავშვობის მეგობრის ნეშტის გადაცემას სთხოვს 12/15/2019
  • წყნარ ოკეანეში მალე შესაძლოა ახალი ქვეყანა ბუგენვილი გაჩნდეს 12/15/2019
  • ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა 12/15/2019
  • ქუთაისის შემოვლით გზაზე 17 დეკემბერს, ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება – 1TV 12/15/2019
  • “დატოვოს საკრებულო ერეკლე კუხიანიძემ” – ხვალ საკრებულოსთან აქცია გაიმართება | 12/15/2019
  • 16 დეკემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 12/15/2019
  • მესუთ ოზილის პოსტის გამო ჩინეთის CCTV-ი „არსენალი“-„მანჩესტერ სიტის“ თამაშს არ უჩვენებს 12/15/2019
  • გურიაში, ველური ჩაის პლანტაციაში ხანძარი ლიკვიდირებულია 12/15/2019
  • 17 დეკემბერს ღამის საათებში ქუთაისის შემოვლით გზაზე მოძრაობა შეიზღუდება 12/15/2019
არქივი
  • დეკემბერი 2019 (7070)
  • ნოემბერი 2019 (12403)
  • ოქტომბერი 2019 (5134)
  • სექტემბერი 2019 (13542)
  • აგვისტო 2019 (10955)
  • ივლისი 2019 (13440)
  • ივნისი 2019 (12726)
  • მაისი 2019 (3892)
  • აპრილი 2019 (16869)
  • მარტი 2019 (9498)
  • ოქტომბერი 2018 (18)
  • სექტემბერი 2018 (1)
  • აგვისტო 2018 (1)
  • ივლისი 2018 (1)
  • ივნისი 2018 (1)
  • თებერვალი 2018 (2)
  • იანვარი 2018 (3)
  • ნოემბერი 2017 (9)
  • ოქტომბერი 2017 (1)
  • სექტემბერი 2017 (2)
  • აგვისტო 2017 (9)
  • ივლისი 2017 (132)
  • ივნისი 2017 (515)
  • მაისი 2017 (975)
  • აპრილი 2017 (1033)
  • მარტი 2017 (1122)
  • თებერვალი 2017 (178)
  • იანვარი 2017 (2)
  • ნოემბერი 2016 (1)
  • ოქტომბერი 2016 (7)
  • სექტემბერი 2016 (2)
  • აგვისტო 2016 (1)
  • ივნისი 2016 (19)
  • მაისი 2016 (1)
  • აპრილი 2016 (4)
  • მარტი 2016 (1)
  • თებერვალი 2016 (15)
  • იანვარი 2016 (2)
  • დეკემბერი 2015 (3)
  • ნოემბერი 2015 (37)
  • ოქტომბერი 2015 (1)
  • სექტემბერი 2015 (1)
  • ივნისი 2015 (1)
  • მაისი 2015 (1)
  • აპრილი 2015 (3)
  • მარტი 2015 (2)
  • იანვარი 2015 (4)
  • ნოემბერი 2014 (1)
  • ოქტომბერი 2014 (16)
  • სექტემბერი 2014 (55)
  • აგვისტო 2014 (48)
  • ივლისი 2014 (314)
  • ივნისი 2014 (245)
  • მაისი 2014 (143)
  • თებერვალი 2014 (1)
  • მაისი 2013 (1)
  • თებერვალი 2013 (1)
  • იანვარი 2013 (1)
კატეგორიები
  • 1tv.Ge (9 661)
  • IMEDI.GE (7 566)
  • ipn.ge (7 782)
  • newposts.ge (2 360)
  • ON.GE (1 597)
  • Radiotavisupleba.Ge (3 798)
  • Rustavi2.Ge (4 694)
  • ეკონომიკა (1 829)
  • კულტურა (1 157)
  • მსოფლიო (4 099)
  • პოლიტიკა (25 993)
  • საზოგადოება (61 048)
  • სოციალური მედია (4 887)
  • სპორტი (7 904)
  • სხვადასხვა (3 646)
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სხვადასხვა
  • სააგენტოები
  • ვიდეო არხი
  • პერსონები
  • Back to top
© Allmedia.news 2019. All rights reserved.
Produced by Allmedia.news