ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2020
No menu items!
No menu items!
Home IMEDI.GE ტრამპი: თუ საჭირო გახდება, აშშ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან გავა

ტრამპი: თუ საჭირო გახდება, აშშ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან გავა

თუ საჭირო გახდება, აშშ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან (WTO) გავა, – ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ The Straits Times-ი ავრცელებს.

მისივე თქმით, WTO-ს წესები სხვა ქვეყნებს საშუალებას აძლევს, აშშ საკუთარი გამდიდრებისთვის გამოიყენონ.

მაგალითად ტრამპმა ჩინეთი დაასახელა, რომლის მრეწველობამაც WTO-ში გაწევრიანების შემდეგ სწრაფი ზრდა დაიწყო. ამასთან ერთად ტრამპმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი და პეკინი, ფაქტობრივად, სავაჭრო ომის მდგომარეობაში არიან.

„თუ საჭირო გახდება, დავტოვებთ ამ ორგანიზაციას. ვიცით, რომ წლების განმავლობაში გვიყენებდნენ, მაგრამ ასე აღარ გაგრძელდება“, – განაცხადა ტრამპმა პენსილვანიაში, Shell-ის ქიმიური ქარხნის მუშებთან შეხვედრაზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აგვისტოს დასაწყისში განაცხადა, რომ 1 სექტემბრიდან აშშ 300 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციას 10%-იან ტარიფს დაუწესებს.

აშშ-მა ჩინეთის პროდუქციას გადასახადები 2018 წელს დაუწესა. გასული წლის ივნისში, 25%-იანი ტარიფები დაწესდა, რომელიც მთლიანობაში 50 მილიარდ დოლარს მოიცავდა. სექტემბერში ამოქმედდა 10%-იანი ტარიფი, რომლის საერთო ღირებულება 200 მილიარდი დოლარი იყო.  2019 წლის მაისში, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებები ნელა მიმდინარეობდა და გადასახადები მაინც აიწევდა. მიმდინარე წლის 1 ივნისიდან ჩინეთი აშშ-დან იმპორტირებულ 5140 დასახელების პროდუქტს 20-დან 25%-მდე ჩინეთიც ბეგრავს.

აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო ომის შესახებ წაიკითხეთ ბმულზე.

- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები