13.5 C
London
ხუთშაბათი, მაისი 28, 2020

ტრამპი: ჩინეთს ჰონგ-კონგის საზღვართან ჯარი გადაჰყავს

- Advertisement -
- Advertisement -

ჩინეთის ხელისუფლებას ჯარი ჰონგ-კონგის საზღვართან გადაჰყავს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის დაზვერვის სამსახურებზე დაყრდნობით Twitter-ზე დაწერა, თუმცა მეტი დეტალი არ დაუკონკრეტებია. 

12 აგვისტოს ჰონგ-კონგთან და მაკაოსთან საქმეებთან დაკავშირებით ჩინეთის სახელწმიფო საბჭოს წარმომადგენელმა იან გუანმა ჰონგ-კონგში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ პროტესტის ფარგლებში “ტერორიზმის ნიშნები იკვეთება”. 

იმავე დღეს, ჩინეთის სახელმწიფო გამოცემა Global Times-მა და კიდევ ერთმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც ჰონგ-კონგთან ახლოს მდებარე ჩინეთს ქალაქ შენჯენში მდებარე სამხედრო კოლონაა აღბეჭდილი. ითქვა, რომ სამხედრო ტექნიკა იქ სწავლების მიზნით გადაიყვანეს. 

ბრიტანეთის ყოფილი კოლონია ჰონგ-კონგი 1997 წელს ჩინეთს „დაუბრუნდა“ იმ პირობით, რომ ფართო ავტონომია ექნებოდა. კერძოდ, გარდა თავდაცვითი და საგარეო საკითხებისა, ის დამოუკიდებლად მიიღებდა გადაწყვეტილებებს. 

ჰონგ-კონგში რამდენიმე კვირის წინ დაწყებულ ანტისამთავრობო დემონტრაციებს პერიოდულად თან ახლავს შეტაკებები პოლიციასთან. 9 აგვისტოდან კი სამდღიანი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტშიც დაიწყო.

რამდენიმე თვის წინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ჰონგ-კონგიდან ჩინეთში დანაშაულში ეჭვმიტანილების ან ძებნილების ექსტრადირების მექანიზმს ამარტივებს. ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კერი ლამმა კანონპროექტი უკან გაიწვია, თუმცა ანტისამთავრობო აქციები არ შეჩერებულა.

- Advertisement -

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news