საიდუმლო გარიგებები “ქართული ოცნების” პოლიტიკური კულუარებიდან – რაზე საუბრობენ მართველი პარტიის ყოფილი პარტნიორები (ვიდეო)

0
3
საიდუმლო გარიგებები “ქართული ოცნების” პოლიტიკური კულუარებიდან, რომელზეც მმართველი პარტიის ყოფილი პარტნიორები ღიად ალაპარაკდნენ.

როგორ არჩევდა სუს-ი პარლამენტის და საკრებულოების წევრებს? დღემდე უცნობი, სკანდალური ფაქტები “რესპუბლიკური პარტიის” წევრმა, დავით ზურაბიშვილმა გაასაჯაროვა. რუსთაველის გამზირზე მდებარე ვირტუალურ სტუდიაში ”ქართული ოცნების” ყოფილმა პოლიტიკურმა პარტნიორმა განაცხადა, რომ მმართველი პარტიის საარჩევნო სიებს სპეცსამსახურების თანამშრომლები წერდნენ და პოლიტიკურ პროცესს ქვეყანაში სუს-ი მართავს. იყო პირდაპირი მითითებები, თუ ვინ უნდა მოხვედრილიყო ან არ მოხვედრილიყო პარლამენტსა თუ საკრებულოებში. სუს-ი განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში აქტიურობდა.

დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებადი კანდიდატების შერჩევას ძალოვანი მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მისი წრე კურირებდა. ოცნების ყოფილი თანაგუნდელები დარწმუნებულები არიან, რომ ღარიბაშვილს ეს ფუნქცია დღესაც აქვს.