14.7 C
London
ორშაბათი, მაისი 25, 2020

ტრამპი იმედოვნებს, რომ ჰონგ-კონგში არსებული რთული სიტუაცია მსხვერპლის გარეშე მოგვარდება

- Advertisement -
- Advertisement -

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჰონგ-კონგში არსებული სიტუაცია ძალიან რთულია, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ სიტუაცია ყველას, მათ შორის ჩინეთისა და „თავისუფლების“ სასარგებლოდ, ისე მოგვარდება, რომ არავინ დაშავდება, ან დაიღუპება.

„ჰონგ-კონგის საკითხი ძალიან რთული სიტუაციაა – ძალიან. ვფიქრობ, ის „თავისუფლების“ სასარგებლოდ, ასევე ყველას, მათ შორის ჩინეთის სასარგებლოდ განვითარდება. იმედი მაქვს, ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის. არავინ დაშავდება, ან დაიღუპება,“ განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათს აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ძალადობრივი ღონისძიება საპროტესტო აქციებს მიმართ „სრულიად მიუღებელი“ იქნებოდა, ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა კი ყველა მხარეს „ძალადობისგან თავის შეკავებისკენ“ მოუწოდეს.

სამშაბათს კი ჩინეთის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჰონგ-კონგის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაგმო ზოგიერთი ამერიკელი პოლიტიკოსის მიკერძოვებულობა. მისივე თქმით, მაკკონელის განცხადებებმა დემონსტრანტებს „ძალიან მცდარი სიგნალები“ გაუგზავნა.

იმავე დღეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვაშინგტონს მოუწოდა, მის საშინაო საქმეებში ნუ ჩაერევა. აღნიშნული მოწოდება მას შემდეგ გაჟღერდა, რაც წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ ჰონგ კონგის პოლიციის მიერ „დემონსტრნატების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობრივი აქტები“ დაგმო.

აშშ ჩინეთის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მიმდინარე მოვლენებში მისი ხელი არ ურევია.

- Advertisement -
Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news