ორშაბათი, აგვისტო 10, 2020
No menu items!
No menu items!
Home ipn.ge „საქართველოს ფოსტამ“ საბერძნეთის და იტალიის მიმართულებით ამანათების გაგზავნის ტარიფი შეამცირა

„საქართველოს ფოსტამ“ საბერძნეთის და იტალიის მიმართულებით ამანათების გაგზავნის ტარიფი შეამცირა

„საქართველოს ფოსტამ“, კამპანიის „საქართველოს ფოსტა ემიგრანტებისთვის“ ფარგლებში, საქართველოდან საბერძნეთსა და იტალიაში ამანათების სახმელეთო გზით გაგზავნის ტარიფი მკვეთრად შეამცირა. ამასთან, „საქართველოს ფოსტა“ ემიგრანტებს ადგილზე დასაქმების საშუალებას აძლევს, რათა დამატებითი შემოსავალი გამოიუმუშავონ. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს.

მათივე განმარტებით, საბერძნეთსა და იტალიაში, „საქართველოს ფოსტის“ უკვე პარტნიორი ემიგრანტების მიერ მიღებული ამანათების ტრანსპორტირებას საქართველოში და მათ ადგილზე დარიგებას მთელი საქართველოს მასშტაბით „საქართველოს ფოსტა“ უზრუნველყოფს.

პროექტის ფარგლებში, ტარიფი სახმელეთო ამანათებზე ვრცელდება, რომლის მიმდინარე საფასური საბერძნეთის მიმართულებით 1 კგ. – 1,5 ევროა, ხოლო იტალიის მიმართულებით 1 კგ. – 2 ევრო. აღნიშნული ტარიფი ნებისმიერი ტიპის შიგთავსის მქონე ამანათებზე ვრცელდება.

„ჩვენთვის, როგორც ეროვნული საფოსტო ოპერატორისთვის, მეტად მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ და გავითვალისწინოთ მომხმარებლის მოთხოვნა, სწორედ აქედან გამომდინარე დავიწყეთ პროექტი „საქართველოს ფოსტა ემიგრანტებისთვის“, რომლის მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვა, საფოსტო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ხარისხიანი მომსახურების და ხელმისაწვდომი ტარიფის შეთავაზება. ამასთანავე ემიგრანტების თხოვნის გათვალისწინებით, ამავე პროექტის ფარგლებში საჯარო ინტერესის გამმოხატვის ფორმით მათ შევთავაზეთ პარტნიორობა, რასაც ასევე საკმაოდ მაღალი ინტერესი მოჰყვა. ჩვენ შევძელით საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზირება და შედეგად მივიღეთ მომხმარებლისთვის მიმზიდველი დაბალი ტარიფი. პირველ ეტაპზე პროექტის განხორციელება დავიწყეთ საბერძნეთის და იტალიის მიმართულებით, ეტაპობრივად პროექტი გაგრძელდება სხვა ევროპული ქვეყნების მიმართულებითაც“, – განაცხადა „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

აღნიშნული სერვისით სარგებლობა „საქართველოს ფოსტის“ ყველა სერვისცენტრში, მთელი საქართველოს მასშტაბით არის შესაძლებელი.

Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები