ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2020
No menu items!
No menu items!
Home Radiotavisupleba.Ge "ევროპული საქართველოს" წევრები 20-21 ივნისის აქციაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულებს შეხვდნენ

“ევროპული საქართველოს” წევრები 20-21 ივნისის აქციაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულებს შეხვდნენ

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შპს „ფორმულამ” შეიტანა მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ განაცხადი.

როგორც კომუნიკაციების კომისიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, თუ ყველა დოკუმენტი კანონის მოთხოვნებებთან შესაბამისობაშია, კომპანია ავტორიზაციას ათი სამუშაო დღის განმავლობაში გაივლის. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტები წესრიგში არ იქნება, შპს „ფორმულას“ მიეცემა ხარვეზის აღმოფხვრის დრო და შემდეგ გაივლის ავტორიზაციას.

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, შპს „ფორმულას“ ოთხი მესაკუთრე ჰყავს. ისინი კომპანიას თანაბრად ინაწილებენ: მიშა მშვილდაძე – 25%; ირაკლი საღინაძე – 25%; გიორგი ლიფონავა – 25%; ზუკა გუმბარიძე – 25%.

ზუკა გუმბარიძე, რომელიც ამავე დროს შპს „ფორმულას“ დირექტორია, რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ ამ ეტაპზე დავით კეზერაშვილი არ არის კომპანიის დამფუძნებელი. თუმცა ადასტურებს, რომ მასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები არხზე მეწილედ და ინვესტორად შემოსვლის მიზნით.

„ვაპირებთ, რომ ვიყოთ ე.წ. საერთო მაუწყებელი, რომელშიც იქნება, როგორც ახალი ამბები, პოლიტიკური ტოკშოუები, ასევე გასართობი გადაცემები. კეზერაშვილის გარდა, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სხვა ინვესტორებთან”, – გვეუბნება გუმბარიძე.

ტელეარხის მომავლისა და მასშტაბების შესახებ საუბრისას ზუკა გუმბარიძე განმარტავს, რომ ზოგადად სატელევიზიო ბაზარზე ლიდერებს სწრაფად ვერ ანაცვლებენ. „მაგალითად, „რუსთავი 2“ დიდი ისტორიის და რესურსის მქონე არხია”, – აღნიშნავს ის. გუმბერიძის ვარაუდით, „რუსთავი 2“ და „იმედი“ შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში დიდი ალბათობით ლიდერებად დარჩებიან.

თუმცა ამბიციური გეგმები ექნება ტელეკომპანია „ფორმულას“.

„გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ ჯერ მესამე არხი და შემდეგ ვიფიქროთ ამ ორ გიგანტთან კონკურენციაზე“, – ამბობს „ფორმულას“ დირექტორი.

ზუკა გუმბარიძეს „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადების შესახებაც ვკითხეთ. მისი შეფასებით, „კეზერაშვილის ტელევიზია იქნება პირველი ღიად პარტიული არხი საქართველოში“.

გუმბარიძე გამორიცხავს ნებისმიერი ფორმით რომელიმე პარტიის ტელევიზიის როლის შესრულებას.

„ამ ტელეარხს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა ექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში არც „ფორმულა კრეატივი“, არც ჩვენ უკან მდგომი ადამიანები და არც საინფორმაციო ჯგუფის წარმომადგენლები არ იმუშავებენ ისეთ არხზე, რომლის სარედაქციო პოლიტიკა, ვიღაცის კარნახს დაექვემდებარება. ჩვენ დავით კეზერაშვილისგანაც მივიღეთ გარანტიები. ის სარედაქციო პოლიტიკაში არანაირი ფორმით ჩარევას არ აპირებს“, – გვითხრა ზუკა გუმბარიძემ.

კეზერაშვილისგან მიღებული გარანტიების შესახებ საუბრობდა რადიო თავისუფლებასთან „ფორმულა კრეატივის” წარმომადგენელი ქეთი დევდარიანი.

„გვექნება ბორდიც, რომელიც არამხოლოდ ქართველებით დაკომპლექტდება”, – აღნიშნა მან.

Radiotavisupleba.Gehttp://radiotavisupleba.ge
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები