• მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სხვადასხვა
    • ეკონომიკა
    • სოციალური მედია
    • მსოფლიო
    • კულტურა
  • სააგენტოები
    • IPN.GE
  • ვიდეო არხი
  • არქივი
    • პერსონები
Allmedia.News
  • Rustavi2.Ge
  • IMEDI.GE
  • 1tv.Ge
  • ipn.ge
  • ON.GE
  • newposts.ge
  • Radiotavisupleba.Ge
Allmedia.News
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სხვადასხვა
    • ეკონომიკა
    • სოციალური მედია
    • მსოფლიო
    • კულტურა
  • სააგენტოები
    • IPN.GE
      კარლ ჰარცელი - დიალოგით და ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესით არსებობს ნამდვილი შანსი იმ უფსკრულის გარღვევის, რომლის შესახებ ყველამ ვიცით

      კარლ ჰარცელი - დიალოგით და ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესით არსებობს ნამდვილი შანსი იმ უფსკრულის გარღვევის, რომლის შესახებ ყველამ ვიცით

      ელიზაბეთ რუდი - განვიხილეთ, რომ პოზიტიური და კრიტიკული დიალოგის შენარჩუნებისთვის, თითოეულმა პიროვნებამ და პარტიამ, რომელსაც სურს გამოხატოს თავისი სიტყვის თავისუფლება, ეს უნდა გააკეთოს კანონის დაცვით

      ელიზაბეთ რუდი - განვიხილეთ, რომ პოზიტიური და კრიტიკული დიალოგის შენარჩუნებისთვის, თითოეულმა პიროვნებამ და პარტიამ, რომელსაც სურს გამოხატოს თავისი სიტყვის თავისუფლება, ეს უნდა გააკეთოს კანონის დაცვით

      ნინო ბურჯანაძე - დისკუსია გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მაქსიმალურად იყო ზოგიერთების მხრიდან მცდელობა, რომ ჩვენ უარი გვეთქვა დისკუსიის გაგრძელებაზე

      ნინო ბურჯანაძე - დისკუსია გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მაქსიმალურად იყო ზოგიერთების მხრიდან მცდელობა, რომ ჩვენ უარი გვეთქვა დისკუსიის გაგრძელებაზე

      მამუკა მდინარაძე - გერმანულ, მის მიმსგავსებულ, ან ე.წ ქართულ მოდელზე საუბარი აღარ ყოფილა, ვინ რა დათმო, როგორ დათმო და რაშია რეალურად საქმე, ადვილი გასაგებია ყველასთვის

      მამუკა მდინარაძე - გერმანულ, მის მიმსგავსებულ, ან ე.წ ქართულ მოდელზე საუბარი აღარ ყოფილა, ვინ რა დათმო, როგორ დათმო და რაშია რეალურად საქმე, ადვილი გასაგებია ყველასთვის

  • ვიდეო არხი
  • არქივი
    • პერსონები
Home
Radiotavisupleba.Ge

შვილო, შუბლი გაქვს ცხელი…

აგვისტო 14th, 2019 Radiotavisupleba.Ge Radiotavisupleba.Ge Radiotavisupleba.Ge, საზოგადოება

შვილო, შუბლი გაქვს ცხელი…
გააზიარე ....
Share with your friends










Submit

არ არის აუცილებელი საგნების გეომეტრიული პარამეტრებისა და ქიმიური შემადგენლობის ცოდნა იმისათვის, რომ ვამტკიცოთ, ზევით ასროლილი ქვა, ჯოხი თუ ბურთი – ყველა დედამიწაზე დაეცემა.

რატომ?

ამ კითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში მოგვცა სერ ისააკ ნიუტონმა თავის უმთავრეს ნაშრომში – „ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები“, რომელშიც „ადამიანთა მოდგმის მშვენებამ“ მსოფლიო მიზიდულობა აღწერა.

დიახ, გრავიტაციის გავლენით სხეულები ერთმანეთს იზიდავენ და, შესაბამისად, არავის უკვირს, რომ ზევით ასროლილი სხეულები (როგორი ფორმისა და ბუნებისაც უნდა იყვნენ) უზარმაზარი მასის დედამიწაზე ეცემიან. ზუსტად ასევე, არაა აუცილებელი „რუსთავი ორის“, ნიკა გვარამიას, „ტვ პირველის“, ვატო წერეთლის, მამუკა ხაზარაძის, ირაკლი ოქრუაშვილის, ნიკა მელიას, ბეჟან ლორთქიფანიძის და სხვათა და სხვათა საქმეების დეტალური ცოდნა იმისათვის, რომ ვამტკიცოთ: ყველა ამ საქმეს ქართული პოლიტიკის გრავიტაციის ცენტრი – ბიძინა ივანიშვილი და მისი მიზიდულობის ძალა ამოძრავებს. მეტიც, თუ თავისუფალ ვარდნას ვაცლით, ადრე თუ გვიან, ყველა მათგანი ბიძინა ივანიშვილის ფეხებთან მოადენს ზღართანს.

„დაჰაკეს ტელევიზია“ – ნიუტონობა არაა საჭირო იმასათვის, რომ გამოვიცნოთ, კრიტიკულია თუ არა ეს ტელევიზია ხელისუფლების მიმართ ან „დააკავეს პოლიტიკოსი“ – მარტივია გამოცნობა, მმართველი პარტიის წევრია ეს პოლიტიკოსი თუ ოპოზიციისა… ცხადია, ასევე რთული არ არის ამ სიის გაგრძელება, რადგან წლიდან წლამდე იზრდება გრავიტაციულ წნეხში მოყოლილი ადამიანებისა და ორგანიზაციების რაოდენობა. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა, ხელისუფლებისათვის ბრძოლის პირველ თვეებში, „ქართული ოცნების“ ლიდერი მხოლოდ შუას გაკრეფას სჯერდებოდა. დღეს ბევრად მეტია გასაკრეფი და გასამარგლი, რადგან რეიტინგის კლების პარალელურად, გაიზარდა რეალური და პოტენციური ოპონენტების რიცხვი, რომლებსაც განეიტრალება სჭირდებათ. ჩინელი ხალხის დიდ ბელადს, მაო ძედუნს რომ დავესესხოთ, მტერი თავისით არ გაქრება. შესაბამისად, საჭიროა მოქმედება ანუ რეალური თუ პოტენციური ოპონენტების განეიტრალება.

„გრავიტაციის ცენტრს“ ამგვარი მოქმედებისკენ უბიძგებს ძალაუფლების დაკარგვის შიში, რომელიც, უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, სულაც არ არის არარეალური. ძალაუფლების დაკარგვამ კი, რა გასაკვირია, რომ, სულ ცოტა, „ქართული ოცნების“ მიერ ჩადენილ ქმედებათა ტოლი უკუქმედება გამოიწვიოს? ერთგვარი ნიუტონის მესამე კანონია: პოლიტიკურად დევნიდი? გდევნიან შენც! დაიჭირე? შენც დაგიჭერენ!

თუ აწ განსვენებულ თემურ ქორიძეს – დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერ პოლიტიკოსსა და შესანიშნავ ლიტერატორს დავესესხებით, იმთავითვე შეიძლებოდა იმის წინასწარმეტყველება, რომ „სიმდიდრის ცუდი ფორმა“ საქართველოს კარგ შედეგამდე არ მიიყვანდა.

„ჩვენში არსებული სოციალური პოლარიზაცია არავითარ დემოკრატიულ ჩარჩოში არ თავსდება. ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, უმწვავესად იგრძნობა იმ ფაქტორის აქტივიზირება, რასაც შარლ მონტესკიე „სიმდიდრის ცუდ ფორმას“ უწოდებდა: „სიმდიდრის ცუდი ფორმაა ის, რომელიც შემთხვევითაა მოპოვებული და დამოკიდებული არ არის არც ხალხის ინდუსტრიაზე, არც მცხოვრებთა რაოდენობაზე და არც მიწათმოქმედებაზე“. სამწუხაროდ, სიმდიდრის ასეთი ცუდი ფორმა ჩვენში, ჯერჯერობით, მხოლოდ დადებით მოვლენად აღიქმება და ადამიანები ნაკლებად ფიქრობენ ამ ფაქტორის მავნე გავლენაზე“, – წერდა თემურ ქორიძე ჯერ კიდევ 2015 წელს.

„სიმდიდრის ცუდ ფორმას“, ცხადია, საფრთხეს ვერ უქმნის ვერც ეკონომიკის განვითარების ნელი ტემპი, ვერც ლარის კურსის ვარდნა, ვერც უმუშევრობა და ვერც სიღარიბის დაბალი დონე. ერთადერთი, რაც მას შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს და აღელვებდეს, ძალაუფლებაა, რომლის შენარჩუნების სურვილიც უბიძგებს გაკრიფოს და გამარგლოს არა მხოლოდ შუა, არამედ მთელი ტერიტორია – შორეულიც და მახლობელიც. სწორედ ამ გამარგლის ნაწილი იყო წმენდა თავისივე კოალიციის შიგნით, რომელიც ჯერ შეეხო „თავისუფალ დემოკრატებს“, „რესპუბლიკელებს“, შემდეგ ცალკეულ ლიდერებსაც (მაგ. ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძეს და ა.შ.) და ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ პარტიის შიგნით არავინ დარჩა ისეთი, ვინც ლიდერსა და გრავიტაციის მთავარ წყაროს პირუთვნელად მოახსენებდა გაუარესებული (პოლიტიკური) ჯანმრთელობის შესახებ, არავინ დარჩა ისეთი, ვინც – გალაკტიონს რომ დავესესხოთ, შუბლზე ხელს დაადებდა და ეტყოდა:

„შვილო, შუბლი გაქვს ცხელი,
რა გემართება, შვილო!“

Next article ქართული კომპანია ამერიკული სანქციების სიაში მოხვდა - ვაშინგტონი ჩამონათვალს აქვეყნებს  | Rustavi2
Previous article "ფეიენოორდის" თავკაცი: არის დიდი შესაძლებლობა იმისა, რომ თამაშის შედეგი შემობრუნდეს

Facebook Comments

Radiotavisupleba.Ge

Radiotavisupleba.Ge

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის.

მსგავსი სტატიები

გრიგოლ ვაშაძე - ჩვენს პროფესიაში პირველივე კურსიდან გასწავლიან, მოემზადე უარესისთვისო, უკეთესის იმედი არ მაქვს, ამიტომ უარესისთვის ვემზადებით - 1TV 1tv.Ge
დეკემბერი 9th, 2019

გრიგოლ ვაშაძე - ჩვენს პროფესიაში პირველივე კურსიდან გასწავლიან, მოემზადე უარესისთვისო, უკეთესის იმედი არ მაქვს, ამიტომ უარესისთვის ვემზადებით - 1TV

ექიმის ინფორმაციით, თბილისში, მიხეილ მესხის ქუჩაზე გაზით ნამწვით მოწამლული ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში შეყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა - 1TV 1tv.Ge
დეკემბერი 9th, 2019

ექიმის ინფორმაციით, თბილისში, მიხეილ მესხის ქუჩაზე გაზით ნამწვით მოწამლული ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში შეყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა - 1TV

„თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, რომ ბინაში, სადაც გაზის ნამწვით ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მეორე მოიწამლა, მობინადრეს აკრძალული დანადგარები ერთხელ უკვე ჩაუხსნეს - 1TV 1tv.Ge
დეკემბერი 9th, 2019

„თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, რომ ბინაში, სადაც გაზის ნამწვით ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მეორე მოიწამლა, მობინადრეს აკრძალული დანადგარები ერთხელ უკვე ჩაუხსნეს - 1TV

თბილისში, მიხეილ მესხის ქუჩაზე გაზის ნამწვით ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მეორე მოიწამლა [ფოტო] - 1TV 1tv.Ge
დეკემბერი 9th, 2019

თბილისში, მიხეილ მესხის ქუჩაზე გაზის ნამწვით ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მეორე მოიწამლა [ფოტო] - 1TV

ტრაგედია თბილისში -  ბუნებრივი აირით  და-ძმა მოიწამლა newposts.ge
დეკემბერი 9th, 2019

ტრაგედია თბილისში - ბუნებრივი აირით და-ძმა მოიწამლა

მეცნიერებმა ფილტვებსა და სასუნთქ გზებში ცხიმის კვალი პირველად აღმოაჩინეს IMEDI.GE
დეკემბერი 9th, 2019

მეცნიერებმა ფილტვებსა და სასუნთქ გზებში ცხიმის კვალი პირველად აღმოაჩინეს

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გენმოდიფიცირებული თაგვები გაგზავნეს IMEDI.GE
დეკემბერი 9th, 2019

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გენმოდიფიცირებული თაგვები გაგზავნეს

ემანუელ მაკრონი იმ მინისტრებს შეხვდა, რომლებიც ახალი საპენსიო რეფორმის პროცესში არიან ჩართულები - 1TV 1tv.Ge
დეკემბერი 9th, 2019

ემანუელ მაკრონი იმ მინისტრებს შეხვდა, რომლებიც ახალი საპენსიო რეფორმის პროცესში არიან ჩართულები - 1TV

მდინარაძე 2024 წლის საარჩევნო მოდელზე ივანიშვილის ახალ ინიციატივას აანონსებს  | საზოგადოება
დეკემბერი 9th, 2019

მდინარაძე 2024 წლის საარჩევნო მოდელზე ივანიშვილის ახალ ინიციატივას აანონსებს |

ბოლო სიახლეები
  • გრიგოლ ვაშაძე – ჩვენს პროფესიაში პირველივე კურსიდან გასწავლიან, მოემზადე უარესისთვისო, უკეთესის იმედი არ მაქვს, ამიტომ უარესისთვის ვემზადებით – 1TV 12/09/2019
  • ექიმის ინფორმაციით, თბილისში, მიხეილ მესხის ქუჩაზე გაზით ნამწვით მოწამლული ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში შეყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა – 1TV 12/09/2019
  • “რუსთავმა” “ოლიმპი” 35 ქულით დაამარცხა და 5-მატჩიანი წაუგებელი სერია გააწყვეტინა 12/09/2019
  • “ბრეშიამ” მარიო ბალოტელის გოლით იმარჯვა და ბოლო ადგილს თავი დააღწია 12/09/2019
  • “ბრეშიამ” მარიო ბალოტელის გოლით იმარჯვა და ბოლო ადგილს თავი დააღწია 12/09/2019
  • “მილანმა” “ბოლონიას” ძლივს მოუგო და მეათე ადგილზე დამკვიდრდა 12/09/2019
  • “მილანმა” “ბოლონიას” ძლივს მოუგო და მეათე ადგილზე დამკვიდრდა 12/09/2019
  • „სევილიამ“ ლიდერებთან მიახლოების შანსი ვერ გამოიყენა 12/09/2019
  • „სევილიამ“ ლიდერებთან მიახლოების შანსი ვერ გამოიყენა 12/09/2019
  • რატომ და ვის მოუხადა ბოდიში გარდაცვალებამდე სამი თვით ადრე ზაზა ურუშაძემ – Primetime.Ge 12/09/2019
არქივი
  • დეკემბერი 2019 (3689)
  • ნოემბერი 2019 (12403)
  • ოქტომბერი 2019 (5134)
  • სექტემბერი 2019 (13542)
  • აგვისტო 2019 (10955)
  • ივლისი 2019 (13440)
  • ივნისი 2019 (12726)
  • მაისი 2019 (3892)
  • აპრილი 2019 (16869)
  • მარტი 2019 (9498)
  • ოქტომბერი 2018 (18)
  • სექტემბერი 2018 (1)
  • აგვისტო 2018 (1)
  • ივლისი 2018 (1)
  • ივნისი 2018 (1)
  • თებერვალი 2018 (2)
  • იანვარი 2018 (3)
  • ნოემბერი 2017 (9)
  • ოქტომბერი 2017 (1)
  • სექტემბერი 2017 (2)
  • აგვისტო 2017 (9)
  • ივლისი 2017 (132)
  • ივნისი 2017 (515)
  • მაისი 2017 (975)
  • აპრილი 2017 (1033)
  • მარტი 2017 (1122)
  • თებერვალი 2017 (178)
  • იანვარი 2017 (2)
  • ნოემბერი 2016 (1)
  • ოქტომბერი 2016 (7)
  • სექტემბერი 2016 (2)
  • აგვისტო 2016 (1)
  • ივნისი 2016 (19)
  • მაისი 2016 (1)
  • აპრილი 2016 (4)
  • მარტი 2016 (1)
  • თებერვალი 2016 (15)
  • იანვარი 2016 (2)
  • დეკემბერი 2015 (3)
  • ნოემბერი 2015 (37)
  • ოქტომბერი 2015 (1)
  • სექტემბერი 2015 (1)
  • ივნისი 2015 (1)
  • მაისი 2015 (1)
  • აპრილი 2015 (3)
  • მარტი 2015 (3)
  • იანვარი 2015 (4)
  • ნოემბერი 2014 (1)
  • ოქტომბერი 2014 (16)
  • სექტემბერი 2014 (55)
  • აგვისტო 2014 (48)
  • ივლისი 2014 (314)
  • ივნისი 2014 (245)
  • მაისი 2014 (143)
  • თებერვალი 2014 (1)
  • მაისი 2013 (1)
  • თებერვალი 2013 (1)
  • იანვარი 2013 (1)
კატეგორიები
  • 1tv.Ge (9 156)
  • IMEDI.GE (7 179)
  • ipn.ge (7 359)
  • newposts.ge (2 042)
  • ON.GE (1 483)
  • Radiotavisupleba.Ge (3 602)
  • Rustavi2.Ge (4 374)
  • ეკონომიკა (1 815)
  • კულტურა (1 157)
  • მსოფლიო (4 097)
  • პოლიტიკა (25 287)
  • საზოგადოება (58 892)
  • სოციალური მედია (4 731)
  • სპორტი (7 603)
  • სხვადასხვა (3 601)
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სხვადასხვა
  • სააგენტოები
  • ვიდეო არხი
  • არქივი
  • Back to top
© Allmedia.news 2019. All rights reserved.
Produced by Allmedia.news