ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2020
No menu items!
No menu items!
Home Radiotavisupleba.Ge ნატომ დამატებითი დეტალები წარმოადგინა რუსეთის Su-27-ებთან მომხდარ ინციდენტზე

ნატომ დამატებითი დეტალები წარმოადგინა რუსეთის Su-27-ებთან მომხდარ ინციდენტზე

„რუსთავი 2“-ის გაყიდვის საკითხი დაასახელა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ერთ-ერთ მთავარ საბაბად იმისა, რომ დღის წესრიგში სწორედ ახლა დადგა ტელეკომპანიებისთვის ძველი დავალიანებების მოთხოვნა.

„ამას უნდა დაედოს ბოლო. რატომ დღეს? ზუსტად იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რომ დღეს ხდება მედიის ყიდვა, გაყიდვა, რა ხდება… ამ შემთხვევაში შეგვიძლია „რუსთავი 2“-ის კეისიც მოვიყვანოთ.

ამიტომ მე მინდა, ყველა არსებულმა თუ პოტენციურმა მყიდველმა (არ ვიცი, შეიძლება ხვალ სხვა ტელევიზია გაიყიდოს …) ყველამ უნდა იცოდეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ეს გამრუდებული პრაქტიკა უნდა გავასწოროთ…

ჩვენ, შემოსავლების სამსახური, ფინანსთა სამინისტრო შემხვედრ ნაბიჯებზე რომ წამოვიდეთ, ამის პირველი სიმპტომი იქნება ის, რომ მიმდინარე დავალიანებას (დღეს და ხვალ წარმოშობილს) რამდენად პასუხისმგებლიანად მოეკიდება გადამხდელი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა 14 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე.

ივანე მაჭავარიანს ჟურნალისტებმა დაუსვეს შეკითხვა – ხომ არ გაჩნდება ეჭვები, რომ ტელეკომპანიებისთვის ძველი დავალიანების სწორედ ახლა გახსენება „რუსთავი 2“-ის პოტენციური მყიდველის ინტერესებს უკავშირდება?

ამ შეკითხვის პასუხად ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოში ეჭვები ყოველთვის ჩნდება და პროცესის გამჭვირვალობა ერთადერთი სწორი გზა იქნება.

მისი თქმით, ტელეკომპანიები უნდა ჩადგნენ თანაბარ საგადამხდელო პირობებში, რადგან სხვაგვარი მიდგომა არ არის სამართლიანი კეთილსინდისიერ გადამხდელებთან მიმართებით.

კეთილსინდისიერ გადამხდელებს შორის ივანე მაჭავარიანმა „TV პირველი“ და „კავკასია“ დაასახელა; ხოლო ყველაზე მსხვილ მოვალეებად – „იმედი“, „რუსთავი 2“ და „მაესტრო“.

„მათ აქვთ ყველაზე მსხვილი დავალიანებები… „რუსთავს“ აქვს დაახლოებით 28 მილიონამდე, „იმედს“ 19 მილიონის ფარგლებში, ხოლო „მაესტროს“ აქვს 8 მილიონზე ცოტა მეტი. ეს არის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვებული საგადასახადო დავალიანება. ზოგადად, საქართველოში ეს მანკიერი პრაქტიკა, სამწუხაროდ, არსებობდა.

ტელეკომპანიები იგროვებდნენ ვალს, მერე ხდებოდა ამნისტიის მაგვარი, ჩამოწერა. ეს ხდებოდა სხვადასხვა ხელისუფლებების დროს. მე მგონი, დადგა დრო, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გასწორდეს… არის სხვა ტელევიზიები, გაცილებით პატარა, მაგრამ ისინი არ აგროვებენ დავალიანებას იხდიან პატიოსნად…

მე მგონი, ერთ საკანონმდებლო სივრცეში ვართ და ვერავინ იტყვის, რა დააშავეს ამ ადამიანებმა, რომლებიც პატიოსნად იხდიან გადასახადებს… ყველამ უნდა დაიწყოს გადასახადის გადახდა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ფინანსთა სამინისტროს სქემით, მიმდინარე დავალიანება ტელეკომპანიებმა დაუყოვნებივ უნდა გადაიხადონ, ხოლო შემდეგ, მაქსიმუმ თვის ბოლომდე, მათ უნდა წარმოადგინონ წლების განმავლობაში დაგროვილი დავალიანების გადახდის მათთვის ხელსაყრელი გეგმა.

Radiotavisupleba.Gehttp://radiotavisupleba.ge
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები