ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკციო ეტაპის საპასუხო მატჩში “საბურთალო” “არარატ არმენიასთან” დამარცხდა. თამაში ანგარიშით 0:2 დასრულდა, შედეგად “საბურთალო” ევროპა ლიგას გამოეთიშა.
“საბურთალოს” კარში გოლი კობიალკომ და ავეტისიანმა გაიტანეს.
წინა შეხვედრა, რომელიც 6 აგვისტოს ერევანში გაიმართა, “საბურთალომ” საკუთარ მოედანზე “არარატ არმენია” 2:1 დაამარცხა.
სომხური კლუბის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში „საბურთალოს“ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად მხოლოდ ლუქსემბურგული „დუდელანჟის“ დამარცხება დასჭირდებოდა.