ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2020
No menu items!
No menu items!
Home IMEDI.GE კვლევა: ოფისში მუშაობა არანაკლებ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას

კვლევა: ოფისში მუშაობა არანაკლებ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას

მუშაობა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი მხოლოდ სამშენებლო ობიექტებზე არ არის. საოფისე პირობებში მუშაობა არანაკლებ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. ამაზე მიუთითებს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ გაანალიზებული 240 კვლევის შედეგები, რომელიც ეხება შრომის გავლენებს ჯანმრთელობაზე. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Die Zeit-ი ავრცელებს.

კვლევების ანალიზის თანახმად, სამუშაო საათების რაოდენობის ზრდასთან ერთად, იზრდება მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკი, ასევე ფსიქიკური პრობლემები, როგორიცაა დეპრესია და შფოთვა. ის, ვინც მეტხანს მუშაობს, ნაკლებად ჯანსაღი ცხოვრების წესი აქვს: ასეთი ადამიანები უფრო ხშირად ეწევიან, უფრო მეტ ალკოჰოლს სვამენ, ნაკლებს ჭამენ და ნაკლებად მოძრაობენ.

გარდა ამისა, ისინი, ვინც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობენ, ხშირად ცუდად სძინავთ, ძილის დარღვევა კი ზრდის ავარიების ალბათობას.

2015 წელს სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მას ვინც დღიურად დადგენილ ნორმაზე (8 საათი) მეტს, კვირაში 55 საათს მუშაობს, ინფარქტისა და ინსულტის რისკი ეზრდება. ასევე შრომისმოყვარე ადამიანები შეცდომას უშვებენ, როდესაც იშვიათად იღებენ შვებულებას. ჰელსინკის უნივერსიტეტის სპეციალისტების კვლევა 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 1.2 ათასი ფინელი ბიზნესმენი მონაწილეობდა. “გაირკვა, რომ მათ შორის ისინი, ვინც კარგად იკვებებოდნენ და მეტნაკლებად ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდნენ, მოსალოდნელზე ადრე გარდაიცვალნენ. მათ ყველას ერთი რამ აერთიანებდა: ისინი გაცილებით ნაკლებად ისვენებდნენ, ვიდრე დანარჩენები”, – წერია სტატიაში.

ადამიანები, რომლებიც დღიურად მჯდომარე მდგომარეობაში 11 საათზე მეტ ხანს ატარებენ, სიკვდილის რისკი 40%-ით ეზრდებათ, ვიდრე მათ ვინც დღის განმავლობაში 4 საათი ზის. ამაზე ავსტრალიელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევა მიუთითებს. 

- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები