რუსეთის უსაფრთხოების საბჭო – დასავლეთი კიბერშეტევის მეთოდებს აახლებს

დასავლეთი აგრძელებს ოპონენტებზე კიბერშეტევის მეთოდების განახლებას და ამ ქმედებას არც მალავს, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს უფროსის მოადგილემ, ოლეგ ხრამოვმა, Rossiiskaya Gazeta-თან ინტერვიუში განაცხადა.

”თავიანთ დოქტრინებში დასავლეთის ქვეყნები გლობალურ მედიასივრცეს ქვეყნებს შორის ბრძოლის პლატფორმად მოიხსენებენ. როგორც ვირტუალურ თეატრს საბრძოლო ოპერაციებისთვის რეალური პოლიტიკური, ეკონომიკური და თუნდაც სამხედრო მიზნების მისაღწევად”, – განაცხადა ხრამოვმა.

”ამ მიზნების მისაღწევად დასავლეთი ავითარებს ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების კიდევ უფრო ახალ მეთოდებს პოლიტიკური ოპონენტებზე ზეწოლის მიზნით. აღსანიშნავია, რომ ამგვარი კამპანიებისთვის მზადება საჯარო გახდა,” – დასძინა მან.

რუსეთის უშიშროების საბჭოს უფროსის მოადგილე იხსენებს ივნისში The New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყნის სპესამსახურები ცდილობენ რუსეთის ენერგეტიკულ სისტემებში ე.წ. „მალვეარი“ (მავნე პროგრამა, რომელიც კომპიუტერებს აზიანებს) შეეყვანათ, რომელიც სერიოზული კონფლიქტის შემთხვევაში მათ მწობრიდან გამოყვანას გამოიწვევდა.

„აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სტატია „ღალატის ვირტუალური აქტი“ იყო, არა „ფეიკი“, არამედ ღალატი. კითხვა, რომელიც თავისთავად ჩნდება არის შემდეგი: რა იყო ეს, საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა თუ დაშინების პროპაგანდისტული ფაქტი?“ – განაცხადა ხრამოვმა.

მისივე განმარტებით, რუსეთმა კიბერ უსაფრთხოების შესანარჩუნებლად დიდი ძალისხმევა გაწია, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი რუსეთის პრეზიდენტის 2013 წელს მიღებული გადაწყვეტილება იყო, როდესაც რუსეთის IT რესურსებზე კომპიუტერული თავდასხმების აღმოსაჩენად და აღმოსაფხვრელად სამთავრობო სისტემა GOsSOPKA-ი შეიქმნა, რომელიც ამჟამად 50-ზე მეტ განყოფილებასა და კორპორატიულ ცენტრს აერთიანებს.

ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

You may have missed