ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2020
No menu items!
No menu items!
Home IMEDI.GE ტრამპი ჰონგ-კონგში შექმნილი კრიზისის განსახილველად ჩინეთის პრეზიდენტს შეხვდრას სთავაზობს

ტრამპი ჰონგ-კონგში შექმნილი კრიზისის განსახილველად ჩინეთის პრეზიდენტს შეხვდრას სთავაზობს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჰონგ-კონგში შექმნილი კრიზისის განსახილველად სი ძინპინს შეხვდრას სთავაზობს. 

Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპი წერს, რომ დარწმუნებული იყო, ჩინეთის პრეზიდენტს შესწევდა ძალა, ქვეყანაში მიმდინარე მზარდ პროტესტს სწრაფი და ჰუმანური მეთოდით გამკლავებოდა. 

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ სი ძინპინი ძალიან კარგი ლიდერია, რომელსაც აქვს ხალხის პატივისცემა.

ჰონგ-კონგის აეროპორტმა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საერთაშორისო ჰაბია, რამდენიმე დღის განმავლობაში საპროტესტო აქციების გამო პარალიზებული იყო. აეროპორტმა მუშაობა გუშინ განაახლა. 

13 აგვისტოს აეროპორტის ადმინისტრაციამ სასამართლოს ორდერი მიიღო, რომელიც მათ ტერმინალის ტერიტორიიდან დემონსტრანტების გაძევების უფლებას აძლევს.

რამდენიმე დღის წინ აქციის მონაწილეებმა აეროპორტის შენობა დაიკავეს, რის გამოც თითქმის ყველა რეისი გაუქმდა.

ჰონგ-კონგში 9 კვირის წინ დაწყებულ ანტისამთავრობო დემონსტრაციებს პერიოდულად თან ახლავს შეტაკებები პოლიციასთან. 9 აგვისტოდან კი სამდღიანი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტშიც დაიწყო.

რამდენიმე თვის წინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ჰონგ-კონგიდან ჩინეთში დანაშაულში ეჭვმიტანილების ან ძებნილების ექსტრადირების მექანიზმს ამარტივებს.

ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კერი ლამმა კანონპროექტი უკან გაიწვია, თუმცა ანტისამთავრობო აქციები არ შეჩერებულა.

- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები