მსახიობი პიტერ ფონდა გარდაიცვალა

ჰოლივუდელი მსახიობი პიტერ ფონდა 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა The Hollywood Reporter-ი წერს.

მისი გარდაცვალების მიზეზი ფილტვის კიბოთი გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა გახდა. მსახიობი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. 

პიტერ ფონდა ჰოლივუდში ცნობილი ოჯახის წარმომადგენელია. მისი მამა ჰენრი ფონდა, და ჯეინ ფონდა და ქალიშვილის ბრიჯიტ ფონდა ასევე მსახიობები არიან.

პიტერ ფონდა 100-ზე მეტ ფილმში გადაიღეს. ის „ოსკარზე“ ორჯერ – ფილმ „უდარდელი მხედარისთვის“ (Easy Rider, 1969) და ფილმ „ულის ოქროსთვის“ (Ulee’s Gold, 1997) იყო წარდგენილი. ფილმისთვის „აინ რანდის ვნება“ პიტერ ფონდამ 2000 წელს „ოქროს გლობუსი“ მიიღო.

You may have missed