ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2020
No menu items!
No menu items!
Home ipn.ge პრეზიდენტს უკანონო ბორდერიზაციის საკითხთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან კომუნიკაცია ჰქონდა

პრეზიდენტს უკანონო ბორდერიზაციის საკითხთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან კომუნიკაცია ჰქონდა

საქართველოს პრეზიდენტს უკანონო ბორდერიზაციის საკითხთან დაკავშირებით, ესტონეთის, პოლონეთის, ლიეტუვას, საფრანგეთისა და ევროკავშირის პრეზიდენტებთან და მათ ადმინისტრაციებთან კომუნიკაცია ჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პრეზიდენტი საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისა და სხვადასხვა საერთაშორისო შეხვედრებისთვის ემზადება, სადაც ერთ-ერთი მთავარი თემა საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარება იქნება.

„საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტებს შორის საუბარი შედგა. ეს პრეზიდენტისთვის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. ამ დღეებში, სხვადასხვა ფორმით, პრეზიდენტი კონტაქტში იმყოფებოდა ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან და მათ არსებულ ვითარებაზე დეტალურ ინფორმაციას აწვდის.

გარდა ესტონეთისა, ასეთი კონტაქტები შედგა პოლონეთის, ლიეტუვას, საფრანგეთის, ევროკავშირის პრეზიდენტებსა და მათ ადმინისტრაციებს შორის.

ამავდროულად, პრეზიდენტი ვილნიუსის საერთაშორისო კონფერენციაზე თავის გამოსვლებისთვის ემზადება, ასევე ემზადება პარიზის MEDEF- ის საზაფხულო უნივერსიტეტსა და ვარშავის საერთაშორისო შეხვედრისთვის. ყველა ამ გამოსვლასა თუ შეხვედრაზე საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარება ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. პრეზიდენტის აქტიურობის მთავარი მიზანი სიტუაციის განმუხტვისათვის ჩვენი პარტნიორების დახმარების მოპოვებაა,” – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები