ოთხშაბათი, აგვისტო 5, 2020
No menu items!
No menu items!
Home საზოგადოება გორის მერი: ყველა ინფორმაცია დაუზუსტებელია და გამორიცხული არ არის პროვოკაციულ ხასიათს ატარებდეს

გორის მერი: ყველა ინფორმაცია დაუზუსტებელია და გამორიცხული არ არის პროვოკაციულ ხასიათს ატარებდეს

რამდენიმე წუთში სოფელ ხურვალეთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავლენ.

გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, იგი საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს შექმნილ ვითარებას ადგილზე თავად ნახავს.

“რამდენიმე წუთში ვიქნები სოფელ ხურვალეთის განაპირას და მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას შექმნილ მდგომარეობაზე. ამ დროისთვის ინფორმაცია თავადაც ადგილობრივი მცხოვრებლებისგან მაქვს, ეს ინფორმაცია ფაქტობრივად, არის დაუზუსტებელი და გამორიცხული არ არის გავრცელებული ინფორმაციების გარკვეული ნაწილი პროვოკაციულ ხასიათს ატარებდეს. ასევე ჩემი კომენტარიც ნიღბიან სამ პირთან დაკავშირებითაც არის ადგილობრივებზე დაყრდნობით გაკეთებული, ამიტომ სულ მალე ვიქნები ადგილზე და დაზუსტებულ ინფორმაციას მოგაწვდით რეალურად არსებულ ვითარებაზე”, – განაცხადა გორის მერმა კონტანტინე თავზარაშვილმა.

ამ წუთებში მედიის წარმომადგენლები სოფელ ხურვალეთის გზაზე არსებულ საგუშაგოსთან იმყოფებიან. მათ ჯერჯერობით ხურვალეთის პერიმეტრზე, იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა სამეთვალყურეო კოშკურა დაამონტაჟეს, გადაადგილების საშუალება არ აქვთ.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ხურვალეთის განაპირას, იმ ტერიტორიაზე, სადაც 7 თებერვალს დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა სამეთვალყურეო კოშკურა დაამონტაჟეს, ცოტა ხნის წინ შეიარაღებული ნიღბიანი პირები გამოჩნდნენ. “ინტერპრესნიუსს” გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა თავდაპირველად განუცხადა, რომ სამი ნიღბიანი პირი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რაც სუს-მა არ დაადასტურა.

Let’s block ads! (Why?)

Info9.Gehttp://info9.ge
„ინფო9“-ს კორესპონდენტები მოვლენების ეპიცენტრში მუშაობენ და მომხმარებელს ოპერატიულ, გადამოწმებულ და ობიექტურ ინფორმაციას აწვდიან. „ინფო9“-ს კორესპონდენტები ყველა რეგიონში ჰყავს. არც უცხოეთის ახალი ამბები გამოგრჩებათ.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები