ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2020
No menu items!
No menu items!
Home საზოგადოება სოფელ ხურვალეთთან მისასვლელი გზა პოლიციას აქვს გადაკეტილი და მედიისა და სამოქალაქო მოძრაობის...

სოფელ ხურვალეთთან მისასვლელი გზა პოლიციას აქვს გადაკეტილი და მედიისა და სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებს არ უშვებენ

სოფელ ხურვალეთთან მისასვლელ გზაზე მედიისა და სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებს არ უშვებენ. ხურვალეთთან დამაკავშირებელ გზაზე პოლიციაა მობილიზებული, თუმცა სამართალდამცავები განმარტებებს არ აკეთებენ, თუ რატომ არ უშვებენ ხურვალეთისკენ მედიისა და სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებს.

როგორც მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას” წევრმა ანა ჭარხალაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ ადგილობრივმა მცხოვრებმა ლუდა სალიამ აცნობა, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები საქართველოს კოტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ.

“ხშირად დავდივართ ხურვალეთში.მსგავსი შემთხვევა არასდროს ყოფილა, რომ პოლიციას ჩვენთვის გზა გადაეკეტა. ჩვენ ხურვალეთიდან გვიკავშირდებოდა ადგილობრივი ლუდა სალია, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს. მისგან გავიგეთ ეს ინფორმაცია,რომ რუსები არიან ჩვენ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულები. როგორც მან გვითხრა, ისინი შეიარაღებულები არიან. მოსახლეობა დახმარებას გვთხოვდა. აქ მოვედით და არ გვიშვებენ. პასუხი არ აქვთ, თუ რატომ არ გვიშვებენ. ეს არის გახარიას ბრძანება”,- განაცხადა ანა ჭარხალაშვილმა.

Let’s block ads! (Why?)

Info9.Gehttp://info9.ge
„ინფო9“-ს კორესპონდენტები მოვლენების ეპიცენტრში მუშაობენ და მომხმარებელს ოპერატიულ, გადამოწმებულ და ობიექტურ ინფორმაციას აწვდიან. „ინფო9“-ს კორესპონდენტები ყველა რეგიონში ჰყავს. არც უცხოეთის ახალი ამბები გამოგრჩებათ.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები