ოთხშაბათი, აგვისტო 5, 2020
No menu items!
No menu items!
Home საზოგადოება ლელა კაკულიას შვილმა თაკო ჩარკვიანის პარტია დატოვა

ლელა კაკულიას შვილმა თაკო ჩარკვიანის პარტია დატოვა

ლელა კაკულიას ქალიშვილმა თამარ პატარაიამ თაკო ჩარკვიანის პარტია დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ თამარ პატარაია ლელა კაკულიას ფეისბუქზე აქვეყნებს:

მეგობრებო,

მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ, გამომდინარე იდეური სხვაობიდან, დღეს მე დავტოვე პარტია „კანონი და სამართლის“ რიგები.

სამწუხაროდ, ჩვენი შეხედულებები და მიმართულებები რამდენიმე საკვანძო საკითხში ერთმანეთს კატეგორიულად არ ემთხვევა, რის გამოც მივიღე კიდეც ეს გადაწყვეტილება.

მადლობას ვუხდი „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელ ქალბატონ თაკო ჩარკვიანსა და პარტიის წევრებს ამ მოკლე ხანში მიღებული გარკვეული გამოცდილებისთვის და წარმატებებს ვუსურვებ შემდგომ საქმიანობაში.

P.S. აქვე მინდა განვმარტო შემდეგი: ეს ნაბიჯი არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკაში (და კონკრეტულად აღნიშნულ პარტიაში) ჩემი გამოჩენისადმი საზოგადოების ერთი ნაწილის უარყოფით დამოკიდებულებას.
დიახ, მე ვუსმენ ჩემი ხალხის ხმას, მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც მე მავანთა აზრი უნდა გავითვალისწინო.

ჩემს მხარდამჭერებსა და კეთილის მსურველებს კი, დიდ მადლობას გიხდით ნდობისა და გვერდში დგომისთვის!!

პატივისცემით, თამარ პატარაია

Let’s block ads! (Why?)

Info9.Gehttp://info9.ge
„ინფო9“-ს კორესპონდენტები მოვლენების ეპიცენტრში მუშაობენ და მომხმარებელს ოპერატიულ, გადამოწმებულ და ობიექტურ ინფორმაციას აწვდიან. „ინფო9“-ს კორესპონდენტები ყველა რეგიონში ჰყავს. არც უცხოეთის ახალი ამბები გამოგრჩებათ.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები