ფოტოგრაფი რობერტ ფრანკი გარდაიცვალა

კანადაში ფოტოგრაფი რობერტ ფრანკი გარდაიცვალა. ის 94 წლის იყო. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ნიუ-იორკის ფოტოგალერეას ერთ-ერთ დამფუძნებელ პიტერ მაკგილზე დაყრდნობით ავრცელებს.

ფოტოგრაფის გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება. ის უფრო მეტად ცნობილი იყო ფოტოდოკუმენტალისტიკით, თუმცა ასევე მუშაობდა დოკუმენტურ ფილმებზე.

მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია ფოტოწიგნი “ამერიკელები”, რომელიც 1950-იან წლებში გამოვიდა. წიგნში შესულია ფოტოგრაფის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტოები. წიგნისთვის წინასიტყვაობა მწერალმა ჯეკ კერუაკმა დაწერა.

You may have missed