ინტერიერისთვის 2020 წლის ფერი დასახელდა

საღებავების პრემიალურმა ბრენდმა Delux-მა 2020 წლის მთავარი ფერი დაასახელა. როგორც ბრენდი აცხადებს, ეს არის “მშვიდი გარიჟრაჟის” ფერი – პასტელური მწვანე. ის იმენად მშვიდია, რამდენადაც შეიძლება რომ მწვანე ფერი სიმშვიდეს გამოხატავდეს. ამის შესახებ Realhomes-ი წერს. 

“რატომ ეს ფერი – ეს ფერი არის “ერის განწყობა ახალი ათწლეულის ზღურბლზე”, თუ როგორ ვგრძნობთ ჩვენს თავებს სამყაროში, სადაც ტექნოლოგიური განვითარების შედეგად ადამიანები ერთმანეთს ერთგვარად მოწყდნენ”, – წერს სტატიის ავტორი 2020 წლის ფერის შესახებ. 

ფოტო: Delux

თავად Delux-ში კი აცხადებენ, რომ ეს ფერი უნივერსალურია როგორც ინტერიერში სივრცის შესაქმნელად, ასევე კარგი ფერია “კრეატიულობისა და აზრის ძიების” პროცესისთვის. 

You may have missed