კვლევა: დღის განმავლობაში მცირე ხნით ძილი გულის შეტევის რისკს ამცირებს

დღის განმავლობაში მცირე ხნით ძილი გულის შეტევის რისკს ამცირებს, – წერს CNN. კერძოდ, კვირაში თუნდაც ორჯერ დღის განმავლობაში მცირე ხნით ძილი ამ შედეგის მისაღწევად საკმარისია. 

დასკვნა შვეიცარიელი მეცნიერების 5-წლიან კვლევას ეფუძნება, რომელშიც 3,462 ადამიანი მონაწილეობდა. მათი ასაკი 35-დან 75 წლამდე იყო. იმ ჯგუფში, რომლის წევრებიც კვირაში ორჯერ მაინც იძინებდნენ დღის განმავლობაში, გულის შეტევის შემთხვევები 48%-ით ნაკლები იყო.

შესაბამისად, სპეციალისტების თქმით, დღის განმავლობაში 5 წუთიდან 1 საათამდე ძილი სასურველია.

You may have missed