ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2020
No menu items!
No menu items!
Home IMEDI.GE რადიოქალაქის მშენებლობაზე გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა

რადიოქალაქის მშენებლობაზე გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა

რადიოქალაქის მშენებლობაზე გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

„ჩემს წინასაარჩევნო დაპირებაში მუხიანში რადიოქარხნის ტერიტორიაც შედიოდა. გვინდა განვავითაროთ პროექტი, რომელიც გლდანისთვის, მუხიანისთვის, თემქისთვის ერთგვარი მიზიდულობის ცენტრი იქნება. ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორია აუქციონზე იყო გამოტანილი და გვყავს გამარჯვებული კომპანია – „ინდუსტრიული ქალაქი“. პროექტი 23 მლნ ლარად გაიყიდა.

კოლიერსის“ მიერ შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, აქ მოეწყობა: კვების ობიექტები, სავაჭრო სივრცეები, ღამის კლუბი, მულტიფუნქციური საკონცერტო სივრცე, საგამოფენო სივრცე, ფიტნეს და სხვა ტიპის სპორტული სივრცეები, საცურაო აუზი, სარეკრეაციო სივრცე, კინოთეატრი, გასართობი ცენტრი, მედიათეკა, მინი საბავშვო ქალაქი, მეცნიერებათა მუზეუმი, კულინარიის სივრცე, სამუშაო-საწარმოო სივრცე და ა.შ.

ჯგუფი, რომელმაც გაიმარჯვა, საკმაოდ წარმატებულია. ეს ჯგუფი დედაქალაში ისეთ მნიშვნელოვან და საინტერესო ობიექტებს ფლობს, როგორიც არის: სასტუმრო „რუმსი“, სასტუმრო „სტამბა“, „ფაბრიკა“ და ა.შ. დარწმუნებული ვარ ძალიან მაგარ პროექტს გავაკეთებთ“, – განმარტა კალაძემ.

- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები