ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2020
No menu items!
No menu items!
Home IMEDI.GE გაეროში აშშ-ის, რუსეთის და სირიის მიერ სამხედრო დანაშაულების ჩადენის შესაძლებლობაზე საუბრობენ

გაეროში აშშ-ის, რუსეთის და სირიის მიერ სამხედრო დანაშაულების ჩადენის შესაძლებლობაზე საუბრობენ

სირია, აშშ და რუსეთი შესაძლოა სირიაში სამხედრო დანაშაულებს ჩადიან. ამის შესახებ გაეროს სირიაში გამოძიების კომისიის ახალ კვლევაშია ნათქვამი, რომელზეც Reuters-ი წერს.

კერძოდ, გაეროს ექსპერტების თქმით, სირიის სამთავრობო ძალების და მათი მოკავშირე რუსეთის ავიაიერიშების სამიზნეები ხშირად სამედიცინო დაწესებულებები, სკოლები და ბაზრები ხდება. მაგრამ მხარეები მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად საჭირო ზომებს არ იღებენ, რასაც შესაძლოა სამხედრო დანაშაულის კვალიფიკაცია მიეცეს.

ექსპერტები გაუფრთხილებლობაში საერთაშორისო კოალიციის ძალებსაც ადანაშაულებენ აშშ-ს თაოსნობით. კვლევაში წერია, რომ კოალიციის იერიშები ხშირად ზუსტად არ არის გათვლილი და სამხედრო ობიექტების ნაცვლად მშვიდობიან მოსახლეობას აზარალებს.

კვლევა 2019 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს და სატელიტების მონაცემებს, ფოტო და ვიდეომასალას და 300 თვითმხილველთან ინტერვიუს ეფუძნება.

კონფლიქტი სირიაში უკვე 8 წელია გრძელდება. ამ დროის განმავლობაში ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა, 13 მილიონს კი საკუთარი სახლების დატოვება მოუწია. როგორ დაიწყო ომი სირიაში და ვინ ვის ებრძვის იხილეთ ბმულზე.

- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები