კვირა, აგვისტო 9, 2020
No menu items!
No menu items!
Home Radiotavisupleba.Ge იტყობინებიან, რომ პუტინის ადმინისტრაციაში CIA-ის სავარაუდო ინფორმატორი თავისი ბინიდან გადავიდა

იტყობინებიან, რომ პუტინის ადმინისტრაციაში CIA-ის სავარაუდო ინფორმატორი თავისი ბინიდან გადავიდა

საქართველოს პროკურატურა იმსჯელებს ფაქტზე და ექნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებაა, – უთხრეს „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში ტელეკომპანია „კავკასიაში“ ნიკა მელიას სტუმრობის საკითხზე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, პარლამენტის წევრმა ნიკა მელიამ „ფეისბუკზე“ წინასწარ გამოაქვეყნა ვიდეო და აღნიშნა, რომ ტელეკომპანია „კავკასიაში“ დავით აქუბარდიას ტოკშოუში მისვლას აპირებდა. ამის შესახებ, როგორც მელია ამბობს, ადვოკატმა პროკურორს აცნობა, თუმცა კატეგორიული უარი მიიღო.

ნიკა მელიას შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰგონიათ, რომ დეპუტატის უფლებამოსილება მხოლოდ პარლამენტში ვრცელდება და არა ტელევიზიაში.

„მიუხედავად ამ შეზღუდვისა, ვაპირებ მისვლას. შემდეგ ვერთვები ინგა გრიგოლიას გადაცემაში“, – თქვა ნიკა მელიამ ვიდეოში და ის მართლაც სტუმრობდა მედიას.

პარლამენტის წევრის თქმით, მას წარმოდგენა არ აქვს, რას მოიმოქმედებს „ქართული ოცნება“.

„ვერ ამიკრძალავს იმას, რისი უფლებაც არ აქვს. ვალდებული ვარ განვახორციელო ჩემი კონსტიტუციური უფლებამოსილება. ვარ ისეთივე მოქმედი დეპუტატი, როგორც დანარჩენები. დღეს თუ მე დავემორჩილე ივანიშვილის ამ იდიოტობას, ხვალ შეიძლება, მითხრას, რომ ოთახიდან ოთახში არ გავიდე. ვინც ემორჩილება, ის დაემორჩილოს. ჩემგან ნაკლებად მიიღებს იმ სიამოვნებას, რომ ამეკრძალოს თავისუფალი გადაადგილება, რომელიც არ არის გაწერილი სასამართლო გადაწყვეტილებაში“, – თქვა ნიკა მელიამ.

მელია ელექტრონული სამაჯურის დამაგრების შემდეგ პირველად 8 სექტემბერს გამოცხადდა პარლამენტის სხდომაზე. დეპუტატი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურაზე სიტყვით გამოვიდა. როგორც ნიკა მელია ჰყვება, მისმა ადვოკატმა პარლამენტში მისვლამდე პროკურატურისგან თანხმობა მიიღო. თუმცა იქ მისვლისთანავე დეპუტატს სახლიდან შეატყობინეს, რომ მასთან გამოცხადდნენ პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, რომლებმაც ოქმი შეადგინეს იმის შესახებ, რომ პარლამენტში მელიას მისვლა შეთანხმებული არ ყოფილა.

როგორც მელია ამბობს, პარლამენტში მის მისვლას ოფიციალური ორგანოების მხრიდან „გაუგებარი მოძრაობები” მოჰყვა.

პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი წარუდგინა 20-21 ივნისს საპროტესტო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ნიშნით ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ნიკა მელიას დაეკისრა ელექტრონული სამაჯურის ტარების ვალდებულება.

Radiotavisupleba.Gehttp://radiotavisupleba.ge
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები