23.1 C
London
კვირა, მაისი 31, 2020

ნინო ბურჯანაძე – ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში სამუდამოდ ვკარგავთ აფხაზეთს და სამაჩაბლოს

- Advertisement -
- Advertisement -

„თუ ასეთი გულშემატკივრები არიან საქართველოსი, მაშინ კვიპროსის მოდელით ჯერ ევროკავშირში მიგვიღონ და ნატო-ში მიღება-არმიღებაზე მერე ვილაპარაკოთ. ევროკავშირში გაერთიანება საქართველოსთვის გაცილებით მეტი გარანტიები იქნება როგორც ეკონომიკური განვითარების, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების და ქვეყნის უსაფრთხოების განვითარების თვალსაზრისით, ვიდრე ნატო-ში გაწევრიანება“, – განაცხადა „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

მისი განმარტებით, ნატო კარგია იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც უკვე არიან მისი წევრები, მაგრამ საქართველოსთვის 2008 წლის შემდეგ ნატო-ში გაერთიანება არის სახელმწიფოებრივად გამანადგურებელი, ვინაიდან ნატო-ში გაერთიანების შემთხვევაში რუსეთის ხელისუფლება აღარასდროს არ გაიყვანს რუსულ ბაზებს აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან.

„აფხაზეთში და სამაჩაბლოში დგას რუსული ბაზები. ნატო-ში გაწევრიანება ნიშნავს საქართველოს სხვა დანარჩენ ტერიტორიაზე ნატო-ს ბაზების განლაგებას. რას ვაკეთებთ? ჩვენს ერთ პატარა ტერიტორიაზე ორ ურთიერთდაპირისპირებულ სამხედრო ძალის განლაგებას ვაპირებთ?!

გამოსავალი მხოლოდ ერთადერთია – დიალოგი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან. ძალიან კარგი იქნებოდა ეს ვალდებულება პრეზიდენტს აეღო საკუთარ თავზე, ეს მე მხოლოდ გამიხარდებოდა, ძალიან კარგი იქნება, რომ პრემიერმა გახარიამ გაბედოს და გადადგას ქმედითი ნაბიჯი კონფლიქტების დასარეგულირებლად. გახარია ივანიშვილის ქონების დაცვაზე კი ნუ იქნება ორიენტირებული, არამედ იმაზე იყოს ორიენტირებული თუ რა იქნება მისი ქვეყნისთვის აუცილებელი.

მე არ ვიცი გახარია არ თუ არა არის მოსკოვის კაცი, მაგრამ თუ ის დაიწყებს მოსკოვთან მოლაპარაკებას ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის მოსკოვის კაცია. სამწუხაროდ, არც გახარიას და არც სხვა რომელიმეს დღევანდელ ხელისუფლებაში არ აქვს არც გამბედაობა და არც რესურსი პირდაპირი დიალოგი დაიწყოს რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ერთადერთი ვარ ვისაც შეუძლია შეხვდეს რუსეთის ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და მათთან პირდაპირი დიალოგი აწარმოოს. ხელისუფლებაში ყოფნის და ბერკეტების არსებობის შემთხვევაში მე ნამდვილად შევძლებ ქართულ-რუსულ ურთიერთობაში მნიშვნელოვან გარდატეხას”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

- Advertisement -
Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news