კვირა, აგვისტო 9, 2020
No menu items!
No menu items!
Home საზოგადოება Fast and Furious-ის გადაღებების გამო 13 სექტემბერს ვარაზის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

Fast and Furious-ის გადაღებების გამო 13 სექტემბერს ვარაზის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

ფილმ Fast and Furious 9-ის ეპიზოდის გადაღებების გამო თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე, ვარაზის ქუჩაზე 13 სექტემბერს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მოძრაობა შეიზღუდება ჟღენტის ქუჩიდან მე-4 მიკრორაიონის #19 ბ კორპუსამდე, ასევე, დათუაშვილის ქუჩაზე და ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთზე (დათუაშვილის ქუჩიდან ამაშუკელის ქუჩის შესახვევამდე).

“შეზღუდვის საათებში, მე-5 მიკრორაიონიდან ჟღენტის ქუჩისკენ გზა მუნიციპალური ავტობუსის, კერძო ტრანსპორტისა და ქვეითებისთვის პერიოდულად გაიხსნება. გარდა ამისა, ფილმის ადგილობრივი წარმომადგენლების მიერ დაქირავებული იქნება მინივენები, რომლებიც მოსახლეობას მე-5 მიკრორაიონიდან ჟღენტის ქუჩამდე გადაიყვანენ.

შესაბამისად, 13 სექტემბერს, 11:00-დან 15:00 საათამდე, ნუცუბიძის ფერდობის მე-4 მიკრორაიონიდან, ასევე, სოფელ თხინვალადან და სოფელ ლისიდან, როგორც კერძო ტრანსპორტი, ასევე, ავტობუსები #63, #99 და #107 და მიკროავტობუსები ლისის ტბის მხრიდან, ანუ კვაჭაძის, ბერიტაშვილისა და ბუდაპეშტის ქუჩების გავლით იმოძრავებენ. ამავე პერიოდში, ბარათაშვილის ქუჩიდან მოძრავი #88 ავტობუსის ბოლო გაჩერებად მეტროსადგური დელისი განისაზღვრება”, — აღნიშნავენ მერიაში.

On.Gehttps://on.ge
On.ge ახალი მედია-საშუალებაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების პორტალს, ჟურნალს, კარგი ამბების სააგენტოს და On.ge ბრენდის ქვეშ არსებულ სხვა სერვისებს.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები