კვირა, აგვისტო 9, 2020
No menu items!
No menu items!
Home Radiotavisupleba.Ge „პატრიოტთა ალიანსის“ საპროტესტო აქციას მართავს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან

„პატრიოტთა ალიანსის“ საპროტესტო აქციას მართავს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ დაარსებული საზოგადოებრივი მოძრაობის სახელწოდება „ლელოა.“

ახალი მოძრაობის პრეზენტაცია დღეს ანაკლიაში გაიმართა.

მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, უახლოეს ხანში მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება და ლიდერების პარტია იქნება.

„ეს არ იქნება მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ან რომელიმე სახელის პარტია. ეს იქნება ჰორიზონტალური სტრუქტურა, მწყობრად აწყობილი, კონკრეტული მიზნით, შედეგზე ორიენტირებული“, თქვა ხაზარაძემ.

მისი განცხადებით, ესმის, რომ პოლიტიკაში კონკრეტული თარიღები და მიზნები არ უნდა დასახო, რადგან ადამიანები ძალუფლებისთვის მოდიან: “ჩვენ პირიქით გავაკეთებთ, კონკრეტულ თარიღებს დავასახელებთ და კონკრეტულ მიზნებს დავასახელებთ იმისათვის, რომ ეს ქვეყანა ძალიან სწრაფად ან გამოვა მდგომარეობიდან, ან ჩვენ ვიქნებით ამ ჭაობში. ეს არის მენტალური ჭაობი.”

მამუკა ხაზარაძის თქმით, მოძებნიან 12 ლიდერს ყველა სფეროში და ეს პროცესი დაწყებულია: “12 რეფორმატორს მედიცინაში, 12 რეფორმატორს განათლებაში. მრგვალი მაგიდების გარშემო 12 კაცს, ლიდერს სოფელში, 12 ლიდერ ქალს და მამაკაცს რაიონში. იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ვიღაც მესიის და ერთი კაცის გადასარჩენი კი არ არის, ეს არის თითოეული ჩვენთაგანის გადასარჩენი.”

„112 წლის წინ, თორმეტ რიცხვში ილია ჭავჭავაძე მოკლეს. ეს დამთხვევაა დამერწმუნეთ, დღესაც თორმეტი რიცხვია. ჩვენ ამის გამო არ შეგვირჩევია ეს დღე, მაგრამ დღეს დილას ეს დამთხვევა კიდევ ერთ რამეს მიანიშნებს. ილია ჭავჭავაძეც თორმეტ ადამიანს ეძებდა, ინჟინერს, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო. მე მინდა, რომ ეს ძებნა დავიწყოთ ყველამ, გვერდზე მოვიხედოთ და ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც ჩვენ გარშემო არიან, შევკრიბოთ ქვეყნის სამსახურისთვის“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ახალი მოძრაობის დამფუძნებლებს პროკურატურა “ფულის გათეთრებას” ედავება. მამუკა ხაზარაძეს თი-ბი-სი ბანკის მეორე დამფუძნებელთან, ბადრი ჯაფარიძესთან ერთად პროკურატურამ ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარუდგინა.

პროკურატურის გადაწყვეტილების თანახმად, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

2019 წლის 20 აგვისტოს, პროკურატურის მოთხოვნითა და სასამართლოს განჩინებით, დააყადაღეს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში.

ანგარიშების დაყადაღების ფაქტს პროკურატურა უწოდებს „მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშებზე, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ეკვივალენტების დაყადაღებას“.

26 აგვისტოს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გადაიხადეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა, 700 000-700 000 ლარი.

Radiotavisupleba.Gehttp://radiotavisupleba.ge
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები