კვირა, აგვისტო 9, 2020
No menu items!
No menu items!
Home 1tv.Ge სალომე სამადაშვილი - დღევანდელი ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკით ჩვენს მომავალს ნატო-ში საფრთხეს უქმნის...

სალომე სამადაშვილი – დღევანდელი ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკით ჩვენს მომავალს ნატო-ში საფრთხეს უქმნის – 1TV

სალომე სამადაშვილი – დღევანდელი ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკით ჩვენს მომავალს ნატო-ში საფრთხეს უქმნის

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, მედლინ მუნისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა შეხვედრაზე ნატო-ში საქართველოს მომავალის შესახებ ისაუბრეს. ამის თაობაზე შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ამ მიმართულებით არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები განიხილეს.

„ჩვენი საუბარი შეეხო საქართველოს მომავალს ნატო-ში. საუბარი გვქონდა გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე, რომლებიც დღეს ჩვენს წინაშეა. საუბარი გვქონდა, რომ არ შეიძლება, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესისთვის შექმნილმა პრობლემებმა შეაფერხოს ჩვენი წინსვლა ნატო-სკენ. ნატო ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოების გაერთიანება და ჩვენი პარტნიორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროცესები მათ შორის, რაც საქართველოში მიმდინარეობს. დავაფიქსირეთ შეშფოთება, რომ დღევანდელი ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკით საფრთხეს უქმნის ჩვენს მომავალს ნატო-ში. ასევე საუბარი გვქონდა განცხადებებზე, რომელიც კეთდება უკანასკნელ დღეებში, რაც შეეხება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში გაწევრიანების საკითხს. ვისაუბრეთ გამოწვევაზე, რასაც რუსული პროპაგანდა ამ თვალსაზრისით წარმოადგენს. თუმცა ძალიან ხშირად რუსულ პროპაგანდისტულ გზავნილებს ნატო-სთან დაკავშირებით, ხელისუფლების და მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები იმეორებენ“, – აღნიშნა დეპუტატმა.

ამასთან, მისი შეფასებით, მუხლთან დაკავშირებით განხილვები დიდი ხანია, არის, თუმცა არ არსებობს ამ საკითხზე ერთიანი ხედვა.

„მეხუთე მუხლთან დაკავშირებით განხილვები და ეს საკითხი დიდი ხანია, არსებობს, მაგრამ არ არსებობს ერთიანი ჩამოყალიბებული ხედვა. ამიტომ ამ საკითხზე გავაცანით ასამბლეის პრეზიდენტს ჩვენი ხედვა და გვქონდა საუბარი იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს საკითხი არ იყო გამოყენებული რუსეთისა და რუსული პროპაგანდის მიერ ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების მიზნის საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში მედლინ მუნთან შეხვედრის შემდეგ სალომე სამადაშვილმა.

- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები