კვირა, აგვისტო 9, 2020
No menu items!
No menu items!
Home IMEDI.GE ქალებს, რომლებმაც კადიროვს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სთხოვეს, ბოდიში მოახდევინეს

ქალებს, რომლებმაც კადიროვს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სთხოვეს, ბოდიში მოახდევინეს

სამმა ჩეჩენმა ქალმა – ასეთ ელბაზუროვამ, ზარემა ლორსანოვამ და იახმათ მითიშევამ ბოდიში მოიხადეს იმის გამო, რომ რესპუბლიკის ლიდერს რამზან კადიროვს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სთხოვეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „გროზნოს“ სიუჟეტზე დაყრდნობით რუსული მედია წერს.

ქალებმა კადიროვს მძიმე ფინანსური მდგომარეობის შემსუბუქება და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სთხოვეს, თუმცა მათ შესახებ ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ კადიროვმა განაცხადა, რომ სამივე ქალი 20 წლის წინ საცხოვრებლად ჩეჩნეთიდან დაღესტანში გადავიდა. მისივე თქმით, ერთ-ერთმა ქალმა ვალები დაიდო, მეორე კი სახლიდან ოჯახის წევრებმა გააგდეს.

ქალები ჩეჩნეთის ხელისუფლების წევრებს, მათ შორის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს ისა თუმხაჯიევს შეხვდნენ, რომელმაც განაცხადა, რომ სამივე ქალს კაცი ნათესავები ჰყავთ და ქალებმა მათთან უნდა იცხოვრონ.

„როდის ყოფილა, რომ ჩეჩენი ქალ ნათესავს უყურადღებოდ ტოვებდეს? ეს სირცხვილია“, – განაცხადა თუმხაჯიევმა. კაცებმა თავის გამართლება იმით სცადეს, რომ ელბაზუროვას, ლორსანოვას და მითიშევას სახლში დაბრუნება არ სურდათ, თუმცა აღნიშნეს, რომ „მოწყალების თხოვნის შესაძლებლობას არ მისცემენ, სამშობლოში დააბრუნებენ და მომავალში გააკონტროლებენ“. რაც შეეხება ქალებს, მათ ბოდიში მოიხადეს, ვინაიდან „საკუთარი ქმედებებით ჩრდილი მთელ ხალხს მიაყენეს“.

რამდენიმე თვის წინ ჩეჩნეთის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში 16 წლის ჩეჩენი მოზარდი ხელისუფლების კრიტიკის გამო ბოდიშს თითქმის ერთი საათის განმავლობაში იხდიდა.

- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები