ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2020
No menu items!
No menu items!
Home 1tv.Ge პაატა იმნაძე - „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ აცრების მოწინააღმდეგეების ცრუ ინფორმაციას დაბლოკავენ -...

პაატა იმნაძე – „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ აცრების მოწინააღმდეგეების ცრუ ინფორმაციას დაბლოკავენ – 1TV

პაატა იმნაძე – „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ აცრების მოწინააღმდეგეების ცრუ ინფორმაციას დაბლოკავენ

სოციალური ქსელები „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ აცრების მოწინააღმდეგეების, ე.წ.ანტივაქსერების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას დაბლოკავენ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ბრიუსელში გამართულ გლობალური ვაცქინაციის სამიტზე (Global Vaccination Summit 2019) სწორედ იმუნიზაციის მნიშვნელობაზე და ე.წ.ანტივაქსერების კამპანიების წინაღმდეგ ბრძოლის გზებზე ისაუბრეს.

მისივე თქმით, ისეთი დიდი სოციალური ქსელები, როგორიც არის „ფეისბუქი“, „ინსტაგრამი“ და სხვა, მზად არიან, ჩაერთონ კამპანიაში და დაბლოკონ ვაქცინების წინააღმდეგ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია.

„ჭორები, თუ აღარ ვიცი, რა დავარქვა, რომელიც ვრცელდება ვაქცინაციასთნ დაკავშირებით, იმდენად შემაწუხებელი გახდა არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, რომ „ფეისბუქი“ წავიდა იმაზე, ასეთი ინფორმაციების გაფილტვრა მოხდება და დაიდება მხოლოდ ის, რაც არის სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული ფაქტები“, – აცხადებს პაატა იმნაძე.

- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები