Google Maps-მა ფლორიდის პოლიციას 22 წლის წინ დაკარგული კაცის ფრაგმენტები აპოვნინა

0
15

აშშ-ის პოლიციამ ფლორიდაში 22 წლის წინ გაუჩინარებული ადგილობრივი მცხოვრების უილიამ მოლდტის ნეშტი აღმოაჩინა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაცით, მოლდტის მანქანა Google Maps-ის ფოტოებზე შენიშნეს. ავტომობილი ერთ-ერთი სახლის მახლობლად ტბაში იყო ჩაძირული. სახლის მფლობელმა პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებმა მანქანაში ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს. ერთ კვირაში კი გაირკვა, რომ დაღუპული უილიამ მოლდტია.

40 წლის მოლდტი 1997 წლის 7 ნოემბერს, წვეულების შემდეგ გაუჩინარდა. პოლიციაში მიიჩნევენ, რომ მოლდტმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ტბაში გადავარდა.