HBO ტარგარიანების დინასტიაზე პრიქველის გადაღებას გეგმავს

0
3

HBO „სამეფო კარის თამაშები“-ის პრიქველების რაოდენობას ზრდის. ინფორმაციას გამოცემა VARIETY ავრცელებს.  ამჯერად ახალ სერიალში მოქმედება სერიალის გულშემატკივრებისთვის  ნაცნობი მოვლენებიდან სამასი წლით ადრე, ტარგარიენების სახლში ვითარდება. დეინერის ტარგარიენი, რომელსაც ემის ნომინანტი ემილია კლარკი თამაშობდა, სამეფო კარის თამაშების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი იყო.

ტარგარიენების პრიქველის ავტორები ჯორჯ მარტინი და რაიან კონდალი იქნებიან. კონდალი ცნობილი პროდიუსერია. ახალი პრიქველი ჯორჯ მარტინის ნოველის Fire & Blood-ის ადაპტაცია იქნება, რომელიც შარშან გამოიცა და ტარგარიენთა დინასტიას ეხება.

HBO  პრიქველის რამდენიმე სერიას ავითარებდა.  ჯერ კიდევ ივნისში ცნობილი გახდა, რომ „გრძელი ღამის“ პრიქველს იღებდნენ, რომელშიც მთავარ როლს მსახიობი ნაომი უოტსი ასრულებს. 

ჯერჯერობით უცნობია, როდის შედგება სერიალების პრემიერა.

„სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სეზონის ფინალური სერია 19,3 მილიონზე მეტჯერ ნახეს, რაც HBO-ს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.