“ბრაიზა აცახცახდა… მაბრალებს, რომ ვაჯანჯღარებდი და ვფხაჭნიდი” – ირმა ინაშვილი

0
9

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილის თქმით, მეთიუ ბრაიზა სამარცხვინო ტყუილისა და მასთან დაკავშირებული ცილისწამების გამო, პასუხს აუცილებლად აგებს.

„მეთიუ ბრაიზამ გუშინ გამოაცხო ახალი ტყუილი. მაბრალებდა, რომ მე 10 სექტემბერს შეურაცხყოფა მივაყენე კონფერენციის ერთ-ერთ ორგანიზატორ ნინო ევგენიძეს და ვციტირებ, ის მას აჯანჯღარებდა და ფხაჭნიდა. როდესაც მოვითხოვე გამოძიების დაწყება და ვიდეოკადრების ამოღება, როგორც მტკიცებულებების, რომ მსგავსი არაფერი ხდებოდა, ეტყობა, ბატონიო ბრაიზა აცახცახდა და კარგია, რომ აცახცახდა. საქართველო არ არის ბანანის რესპუბლიკა და ჩვენს მოქალაქეს იცავს კანონი. მან ახალი ტყუილი გამოაცხო, თითქოს მე პიჯაკი დავუზიანე კონფერენციის ორგანიზატორს. ევგენიძეს მაშინ პიჯაკი არ ეცვა, ეცვა თხელი კაბა. შესაბამისად, არ არსებულ პიჯაკს, რომელიც არ ეცვა, ვერ დავუზიანებდი. ტრაგიკომედიასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ასეთი ცილისწამება და ტყუილი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში, ბრაიზები და კრამერები საქართველოს დირექტორები არ არიან და ჩვენ მათი საცდელი ლაბორატორია არ ვართ. ამიტომ დღის 16:00 საათზე ამერიკის საელჩოსთან ვიკრიბებით. ასევე ადვილად წარმოსადგენია, საქართველო-ნატოს ურთიერთობებში და საერთოდ, საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პროცესებში როგორი სიმართლით მონაწილეობას ასეთი ცრუპენტელა და მატყუარა ადამიანი. მინდა ვუთხრა ბრაიზას, რომ მივმართეთ არამარტო საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს, არამედ სამართლებრივად ვიმოქმედებთ აშშ-იც” – აღნიშნა ინაშვილმა.