მედლინ მუნი – საქართველო ბევრს სწორად აკეთებს – 1TV

0
10

მედლინ მუნი – საქართველო ბევრს სწორად აკეთებს

დღევანდელი დილის ვიზიტი ძალიან შთამბეჭდავი იყო. ვიდექი და ვფიქრობდი, რა იქნებოდა, ეს რომ ლონდონის მახლობლად მდებარე კენტის რეგიონის ნაწილი ყოფილიყო, რას ვიგრძნობდი მე, რას მოვიმოქმედებდით, – ამის შესხებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა საოკუპაციო ხაზთან დღეს გამართული შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლებლობა გვქონდა გავსაუბრებოდით ადგილობრივებსაც. თბილისამდე გზაში, ჩემს კოლეგებთან ვსაუბრობდი და შემიძლია გითხრათ, თქვენ სამხედრო შესაძლებლობების შესახებ ძალიან პოზიტიური შესაძლებლობები მოვისმინე“, – აღნიშნა მედლინ მუნმა.

ამასთან, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს.

„ერთი, რაც შემიძლია ვუთხრა ქართველ ხალხს, მადლობა თქვენი პერსონალისთვის, მადლობა იმ ოჯახებს, რომლებიც თავიანთ წევრებს გზავნიან, როგორც ნაწილს ავღანეთის მისიის; მადლობა ამ მხარდაჭერისთვის, მადლობა იმ ოჯახებს, რომლებიც თავიანთ ქმრებს, ცოლებს, ძმებსა და დებს უფლებას აძლევენ, სახიფათო გზას დაადგნენ. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს ნიშნავს ბევრს სხვა ქვეყნისთვის, რომელიც იბრძვის დემოკრატიის ფეხზე დასაყენებლად. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ქვეყანა არამარტო წვრთნის საკუთარ პერსონალს, არამედ ეფექტურ განათლებას აძლევს მას და აქვს ქმედითი სისტემა, რომელიც ზრუნავს სამხედროებსა და მათ ოჯახებზე, როდესაც ისინი სახლში არიან. ჩვენ ამის შესახებ ძალიან ბევრი კარგი რამ მოვისმინეთ. საქართველო ბევრს სწორად აკეთებს“, – აღნიშნა მედლინ მუნმა.