განათლების სამინისტრომ სკოლების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებშიც სასწავლო პროცესი დაგვიანებით დაიწყება  – 1TV

განათლების სამინისტრომ სკოლების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებშიც სასწავლო პროცესი დაგვიანებით დაიწყება 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ იმ სკოლების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებშიც სასწავლო პროცესი დაგვიანებით დაიწყება.

სია და ცალკეულ სკოლებში სწავლის დაწყების თარიღები მოცემულია განათლების მინისტრის ბრძანებაში. სულ სწავლის დაწყების თარიღმა გადაწია თბილისისა და რეგიონების 19 სკოლაში. აღნიშნული სკოლებია:

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლის განახლების გადავადების მიზეზი სკოლების შენობების რეაბილიტაციაა.

უწყება განმარტავს, რომ დასახელებულ სკოლებში, გაკვეთილები შესაბამისი საგაკვეთილო ცხრილით შაბათი დღის ხარჯზე ანაზღაურდება.

აღნიშნულის შესახებ, მშობლების ინფორმირებას სამინისტროს ინსტრუქციის საფუძველზე, სკოლების ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში 700-მდე სკოლაში განხორციელდა.

You may have missed