მაიკლ ფელპსი მესამედ გახდა მამა – 1TV

0
3

მაიკლ ფელპსი მესამედ გახდა მამა

23-გზის ოლიმპიური ჩემპიონი, ამერიკელი მაიკი ფელპსი სამი შვილის მამაა.

„მივესალმებით მავერიკ ნიკოლას ფელპსს, რომელიც 2019 წლის 9 სექტემბერს დაიბადა. ჩვენი პატარა 2.8 კილოგრამი წონისაა და 50 სანტიმეტრი სიმაღლის. მან მაშინვე დაიპყრო ჩვენი გულები“, – დაწერა თავის „ინსტაგრამში“ ლეგენდარული მოცურავის მეუღლემ ნიკოლ ფელპსმა.

მაიკლ და ნიკოლ ფელპსებს უკვე ჰყავთ ორი ბიჭი – სამი წლის ბუმერი და ერთი წლის ბეკეტი.

მაიკლ ფელპსი ისტორიაში ერთადერთი 23-გზის ოლიმპიური ჩემპიონია. აგრეთვე, 26-ჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს ჩემპიონატი. ამერიკელი აბსოლუტური რეკორდსმენია ოლიმპიური ჯილდოების რაოდენობით (28). ფლობს რამდენიმე მსოფლიოს რეკორდს.