აშშ-მა ჩრდილოკორეელი ჰაკერების წინააღმდეგ სანქციები შემოიღო

აშშ-მა ჩრდილოკორეელი ჰაკერების წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. ფინანსთა სამინისტრომ სასანქციო სიაში სამი ჰაკერული დაჯგუფება – Lazarus Group, Bluenoroff და Andariel შეიყვანა.

დაჯგუფებებმა შექმნეს გამომძალველი ვირუსი WannaCry, რომელმაც 2017 წლის გაზაფხულში მთელ მსოფლიოში ასობით ათას კომპიუტერში შეაღწია. ვირუსი კომპიუტერის მყარი დისკზე შენახულ ინფორმაციას შიფრავდა და გამოსასყიდის სახით ბიტკოინებში 300 დოლარის ექვივალენტის გადახდას ითხოვდა.

აშშ-ის ინფორმაციით, ჰაკერულ დაჯგუფებებს ჩრდილოეთ კორეის სპეცსამსახურები აკონტროლებენ.

You may have missed