ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მედლინ მუნს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) უმასპინძლა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავადცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, თავდაცვის მინისტრმა მედლინ მუნს მადლობა გადაუხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის, რაც ასახულია მათ რეზოლუციებსა და რეკომენდაციებში.

მედლინ მუნმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს თავდაცვის ძალებში არსებულ მაღალ სტანდარტებზე, ქართველი სამხედროების სამაგალითო მონაწილეობაზე სამშვიდობო მისიებში და აღნიშნა, რომ JTEC ნატოს ოჯახის ერთგულების კიდევ ერთი დასტურია.

You may have missed