2019 წლის ბრიტანული სეზონი საქართველოში საზეიმოდ გაიხსნა – 1TV

0
4

2019 წლის ბრიტანული სეზონი საქართველოში საზეიმოდ გაიხსნა

პროექტ „ბრიტანეთი-საქართველო 2019“-ის გახსნასთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა. საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოვიდნენ დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმითოი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი.

პროექტის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის საელჩოს და ბრიტანეთის საბჭოს მიერ ერთობლივად 60-ზე მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი. სამი თვის განმავლობაში თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და საქართველოს რეგიონებში მოეწყობა სხვადასხვა ფესტივალი, კინოჩვენებები და მასტერკლასები.

ბრიტანეთი-საქართველო 2019“ მიზნად ისახავს, სიახლე შემატოს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის საუკუნოვან მეგობრობას.

„მოხარულები ვართ, რომ დიდი ბრიტანეთი მართავს საქართველოში პირველად მართავს ასეთი ტიპის სანახაობას. 2019 წლის ბრიტანული სეზონი საქართველოში მიზნად ისახავს, აღმოაჩინო სიახლე უკვე ნაცნობი ბრიტანეთის შესახებ. ამ ფესტივალით ვცდილობთ ყველას გული მოვინადიროთ. შემოგვიერთდით, მობრძანდით, იყავით მონაწილე. თქვენი თანადგომა უმნიშვნელოვანესია 2019 წლის ბრიტანულ სეზონში“ – განაცხადა საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, ჯასტინ მაკკენზი სმითმა.