კოპოლას არ მოსწონს, რომ „ნათლიმამა“ ბორის ჯონსონის საყვარელი ფილმია

რეჟისორმა ფრენსის ფორდ კოპოლამ სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა მისი გადაღებული „ნათლიმამა“ ყველაზე საყვარელი ფილმად დაასახელა. ამის შესახებ გამოცემა MarketWatch-ი წერს.

რამდენიმე თვის წინ ბორის ჯონსონმა „ნათლიმამის“ ფინალურ სცენას კინოს ისტორიაში საუკეთესო სცენა უწოდა.

„სამწუხაროა, რომ „ნათლიმამა“ უახლესი ისტორიის ყველაზე სასტიკი მმართველების, მათ შორის სადამ ჰუსეინისა და მუამარ კადაფის საყვარელი ფილმია. ვწუხვარ, რომ განგსტერების შესახებ გადაღებულმა ფილმი შეიძლება რეალურ სამყაროში შთაგონების წყაროს გახდეს ადამიანისთვის, ვინც გაერთიანებული სამეფოს განადგურებას აპირებს. ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა და ყველაფერი, რაც მან მსოფლიოს მისცა – ინგლისური ენითა და ისააკ ნიუტონით დაწყებული და პენიცილინით დამთავრებული. შემაშფოთებელია, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლაზე ფიქრობს“, – განაცხადა ფრენსის ფორდ კოპოლამ.

მარიო პიუზოს წიგნის მიხედვით გადაღებული „ნათლიმამა“, რომელშიც მთავარ როლებს მარლონ ბრანდო და ალ პაჩინო ასრულებენ, ეკრანებზე 1972 წელს გამოვიდა. ფილმმა მოიგო სამი ოსკარი: საუკეთესო ფილმის, საუკეთესო მსახიობი კაცისა (ბრანდო) და საუკეთესო ადაპტირებული სცენარის კატეგორიებში.

You may have missed