სად მდებარეობს ყველაზე ძველი სასტუმრო და ვინ მოიგონა პირველი ჰოსტელი. ისტორია

0
1

სხვადასხვა მონაცემებით, მსოფლიოში 200 000-დან ნახევარ მილიონამდე სასტუმროა. ისინი, რა თქმა უნდა, ძალიან განსხვავებულია, მაგრამ ფასების და ვარსკვლავების რაოდენობის მიხედვით, ადამიანებს თავიანთი მოლოდინების განსაზღვრა შეუძლიათ, თუმცა ყოველთვის ასე არ იყო.

ზოგჯერ, პირველ ცნობილ სასტუმროდ ლასკოს მღვიმეს ასახელებენ, სადაც ჯერ კიდევ ჩვენ წელთაღრიცხვამდე სხვადასხვა ტომის ადამიანები ჩერდებოდნენ და კედლებზე ნახატებს ტოვებდნენ. ლასკო ფრანგულ ახალ აკვიტანიაში მდებარეობს და რა თქმა უნდა, თანამედროვე სასტუმროებს არანაირად არ ჰგავს, მგრამ მოგზაურებს იქ გაჩერება და დასვენება შეეძლოთ.

ყველაზე ძველი მოქმედი სასტუმრო 1300 წლისაა. ის იაპონიაში დაახლოებით 705 წელს, ცხელი წყლის წყაროებთან ააშენეს. მას შემდეგ სასტუმროს ერთი ოჯახის წარმომადგენლები ფლობენ – დღეს ამ ოჯახის 55-ე თაობა.

„ტრაქტირი“ ლათინური სიტყვიდან tracto მოდის, რაც შეიძლება ითარგმნოს, როგორც „მე გიმაპსპინძლდებით“. იტალიური ტრატორებიც აქედან მოდის. სიტყვა „ტრაქტთან“ ტრაქტირს კავშირი არ აქვს.

XVIII საუკუნეში არსებობდა ახლოაღმოსავლური ტიპის სასტუმროები „ქარვასლა“, რომლებსაც ახლა აღარ აშენებენ. ჩვეულებრივ, ასეთ სასტუმროებში ვაჭრები ჩერდებოდნენ. პირველ სართულზე იყო სათავსო საქონლისა და პროდუქტისათვის, მეორეზე კი – საცხოვრებელი ოთახები.

1970-იანი წლების ბოლოს იტალიაში, პატარა ქალაქებისა და სოფლებისთვის სასტუმროების ახალი კონცეფცია მოიგონეს. მას „ალბერტო დუფუზოს“ უწოდებენ, რაც ითარგმნება, როგორც „მიმოფანტული სასტუმრო“, რომელშიც ყველა ნომერი არა ერთ შენობაშია, არამედ პატარა ქალაქშია გაფანტული, რითაც სტუმრებს შეუძლიათ ადგილობრივების ცხოვრების თავისებურებები შეიგრძნონ.

დაახლოებით იმავე დროს, 1970-იანი წლების ბოლოს, იაპონიაში გაჩნდა პირველი სასტუმრო კაფსულები. ასეთ სასტუმროებში ნომრები ვიწრო ყუთებს ჰგავს, რომლებიც მხოლოდ ძილისთვისაა განკუთვნილი. მსგავი სასტუმროების ძირითად აუდიტორიას წარმოადგენდნენ არაფხიზელი იაპონელები, რომლბსაც არ შეეძლოთ ან არ სურდათ სახლში წასვლა.

ჰოსტელები – იაფფასიანი სასტუმროებია, სადაც ერთმანეთისთვის უცნობ სტუმრებს ერთ ოთახში სძინავთ და ყველაფერი საზიარო აქვთ. ჰოსტელი 1912 წელს გემრანელმა რიჰარდ შირმანმა მოიგონა, რისთვისაც მას ძეგლიც კი დაუდგეს. შირმანი მასწავლებელი იყო, რომელსაც აღიზიანებდა, რომ ხანგრძლივი სასკოლო მოგზაურობის დროს შეუძლებელი იყო ბავშვებისთვის ღამის გასათენებელი დაწესებულების პოვნა და ბავშვებს სათავსოებსა და სხვა ტექნიკურ დაწესებულებებში უწევდათ ძილი.    

დღეს სასტუმროების სერვისის ხარისხი ვარსკვლავებით იზომება. ყველაზე მეტი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო (ერთდროულად 75) ლონდონშია. მეორე ადგილზეა დუბაი (61), მესამეზე – ნიუ-იორკი (59), მეოთხეზე კი – პარიზი (56).

ვარსკვლავებთან დაკავშირებული სისტემები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ოდნავ განსხვავებულია. მაგალითად, იმისთვის რომ ევროპული სასტუმრო ხუთვარსკვლავიანად ჩაითვალოს, მის ნომრებში აუცილებლად უნდა იყოს კომპიუტერი და ინტერნეტი. ორგანიზაცია Hotelstars Union-ის წესების თანახმად, რომელმაც ევროპული სასტუმროებისთვის რეიტინგების სისტემა შექმნა, ამის გარეშე სასტუმროს 5 ვარსკვლავს არავინ მიანიჭებს.      

1984 წელს, ლეგენდარულმა ამერიკელმა მეწარმე სტივ რუბელმა გახსნა სასტუმრო, რომელშიც თითოეულ ნომერს უნიკალური დიზაინი ჰქონდა. ინტერვიუში რუბელმა განმარტა: ჩვეულებრივი სასტუმროები დიდ მაღაზიებს ჰგავს, ჩემი კი – „ბუტიკს“. რუბელი ტერმინის „სასტუმრო-ბუტიკი“ ავტორია. დღეს ასე უწოდებენ პატარა სასტუმრეობს (ჩვეულებრივ 10-დან 150 ნომრამდე), სადაც თითოეულ ოთახში უნიკალური დიზაინია.