The Who ახალ ალბომს გამოუშვებს

ინგლისური როკ-ჯგუფი ჯგუფი The Who ახალ ალბომს გამოუშვებს, – წერს Rolling Stone-ი. ეს მათი ახალი ალბომი იქნება 13 წლის შემდეგ. მისი სახელწოდებაა „WHO“ და ის 23 ნოემბერს გამოვა. როკ-ჯგუფმა ახალი ალბომიდან ერთი სიმღერა – „Ball and Chain“ უკვე წარუდგინა მსმენელს. ალბომში სულ 11 ნამუშევარი შევა.

The Who 1964 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფს მსოფლიო მასშტაბით 150 მილიონზე მეტი დისკი აქვს გაყიდული.

You may have missed