ოთხშაბათი, აგვისტო 5, 2020
No menu items!
No menu items!
Home Radiotavisupleba.Ge სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული

სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების დოკუმენტაციის საკითხს განმარტავს.

სუროგაციის გზით დაბადებული რამდენიმე ბავშვის მშობელს მე-2 თვეა, რაც შვილის დაბადების მოწმობის მიღებაზე უარს ეუბნებიან.

როგორც სააგენტო აცხადებს, ის მკაცრად ითხოვს სამედიცინო კლინიკების მიერ საკანონმდებლო მოთხოვნების სრულად დაცვას.

განცხადების თანახმად, მიმდინარე წლის 9-დან 13 სექტემბერის ჩათვლით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, საქართველოს 8 სხვადასხვა კლინიკაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ განხორციელებული სუროგაციის გზით დაბადებული, 26 ბავშვის დაბადება დაარეგისტრირა.

„ეს რეგისტრაციები შესაძლებელი გახდა მიუხედავად იმისა, რომ კლინიკების მიერ თითოეულ ამ შემთხვევაში დარღვეული იყო სუროგაციის განხორციელების ზოგიერთი ელემენტარული, კანონმდებლობით დადგენილი წესები. უკვე დაბადებული ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ, 2019 წლის 8 სექტემბერს გამოცემულ იქნა ბრძანება, რომლითაც დადგენილი იქნა გარდამავალი პერიოდი და „განაყოფიერებამდე დადებულ“ სუროგაციის ხელშეკრულებად ჩაითვალა განაყოფიერების შედეგად შექმნილი ემბრიონის სუროგატული დედის სხეულში გადატანამდე ანუ „იმპლანტაციამდე დადებული“ ხელშეკრულება“, – ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შეფასებით, გამარტივებული წესების პირობებშიც კი, ერთ-ერთი კერძო კლინიკა დღემდე უარს აცხადებს, წარმოადგინოს უმარტივესი სამედიცინო ცნობები (მაგ. ემბრიონის შექმნის თარიღი, ემბრიონის გაყინვის თარიღი და სხვ.) და ამით უარს ამბობს ზოგიერთი კლიენტისათვის ბავშვის დაბადების რეგისტრაციის დოკუმენტის მიღების შესაძლებლობაზე.

სანაცვლოდ, როგორც სააგენტო მიუთითებს, კლინიკა და მისი ხელმძღვანელი ცდილობენ, შეცდომაში შეიყვანონ უცხოელი კლიენტები და საკუთარი ხარვეზების გადასაფარად თბილისის იუსტიციის სახლთან პროტესტში ხარჯავენ დროს.

„ისინი ამით თვალს უხვევენ საკუთარ კლიენტებს, რომლებიც აცხადებენ, რომ სუროგაციის შედეგად გაჩენილი ბავშვების მშობლები არიან“, – აცხადებს სააგენტო.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აცხადებს, რომ ბავშვთა უფლებების ეფექტიანად დაცვისა და ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე, სუროგაციის გზით დაბადებული თითოეული ბავშვი რეგისტრაციას დროულად მხოლოდ მას შემდეგ გაივლის, რაც შესაბამისი კლინიკა კანონმდებლობით დადგენილ საბუთებს სრულყოფილად მიაწვდის.

სააგენტოს განცხადების თანახმად, ბავშვთა უფლებების დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მათ შორის, უმნიშვნელოვანესია იმ მცირეწლოვნების ინტერესების დაცვა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაიბადნენ ან დაიბადებიან.

„სუროგაციაზე საუბრისას, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ისიც, რომ სახელმწიფოს ვალია, ზედმიწევნით ზრუნავდეს გაყინული ემბრიონებით ან სუროგაციით დაბადებული ბავშვებით ვაჭრობის ტრანსნაციონალური დანაშაულის პრევენციაზე. სახელმწიფო, ბავშვთა უფლებების გარდა, ასევე იცავს სუროგაციის პროცესში ჩართული მესამე პირების (სუროგატული დედის, დონორის) ინტერესებსაც“, – აცხადებს სააგენტო.

სუროგაციის გზით დაბადებული რამდენიმე ბავშვის მშობელს მე-2 თვეა, რაც შვილის დაბადების მოწმობის მიღებაზე უარს ეუბნებიან. ეს არის დაახლოებით 20 უცხოელი წყვილი აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან, შვედეთიდან.

დაბადების მოწმობების გარეშე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებმაც სუროგაციით საქართველოში ისარგებლეს, შვილების სამშობლოში წაყვანას ვერ ახერხებენ.

Radiotavisupleba.Gehttp://radiotavisupleba.ge
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები