13.8 C
London
ხუთშაბათი, მაისი 28, 2020

მსოფლიოს ყველაზე დატვირთული აეროპორტები დასახელდა

- Advertisement -
- Advertisement -

აშშ-ის ქალაქ ატლანტის ჰართსფილდ-ჯექსონის საერთაშორისო აეროპორტი 2018 წლის ყველაზე დატვირთულ აეროპორტად დასახელდა. აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (Airports Council International) მონაცემებით, გასულ წელს ატლანტის აეროპორტის მგზავრთნაკადი 3,3%-ით გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

მსოფლიოს მასშტაბით, მგზავრთნაკადი 6,4%-ით გაიზარდა და 8,8 მილიარდი ადამიანი შეადგინა. მათივე ცნობით, 2008 წელს 16 წელიწადში 40 მილიონზე მეტ მგზავრს 16 აეროპორტი ემსახურებოდა, ახლა კი მათი რიცხვი 54-მდეა გაზრდილი.

ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე დატვირთული აეროპორტების სიის პირველი სამეული უცვლელი რჩება. მეორე ადგილზე პეკინის საერთაშორისო აეროპორტი „შოუდუ“, მესამეზე კი დუბაის საერთაშორისო აეროპორტი იმყოფება.

სიის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. ატლანტის ჰართსფილდ-ჯექსონის საერთაშორისო აეროპორტი (ჯორჯია, აშშ) – 107,4 მილიონი მგზავრი

2. პეკინის საერთაშორისო აეროპორტი (ჩინეთი) – 101 მილიონი

3. დუბაის საერთაშორისო აეროპორტი (არაბთა გაერთიანებული საამიროები) – 89,1 მილიონი

4. ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტი (კალიფორნია, აშშ) – 87,5 მილიონი

5. ტოკიოს ჰანედას აეროპორტი (იაპონია) – 86,9 მილიონი

6. ჩიკაგოს ო’ჰარეს საერთაშორისო აეროპორტი (ილინოისი, აშშ) – 83,2 მილიონი

7. ლონდონის ჰითროუს აეროპორტი (გაერთიანებული სამეფო) – 80.1 მილიონი

8. ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტი (ჩინეთი) – 74,5 მილიონი

9. შანხაის პუდუნის საერთაშორისო აეროპორტი (ჩინეთი) – 74 მილიონი

10. პარიზის შარლ დე გოლის სახელობის აეროპორტი (საფრანგეთი) – 72,2 მილიონი

- Advertisement -

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news