21.6 C
London
პარასკევი, მაისი 29, 2020

ჟირინოვსკი ბელარუსს და უკრაინას რუსეთთან შეერთების შემთხვევაში აყვავებას პირდება

- Advertisement -
- Advertisement -

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული სამივე პირი – ილია მემანიშვილი, მორის მაჩალიკაშვილი და გოგი ქურდოვანიძე კვლავ პატიმრობაში რჩებიან. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა.

ადვოკატებმა ბრალდებულების გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულებმა ბრალთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციაც დააფიქსირეს და აღნიშნეს, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობდნენ.

„მეგონა, გულისხმიერებას გამოიჩენდნენ და გამოუშვებდნენ ყველას“, – განაცხადა პანკისის ხეობას ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მარგოშვილმა, რომელიც 20-21 ივნისის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის მორის მაჩალიკაშვილის ნათესავია, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

„მოსამართლის ხელში არაფერია. მაღლიდან აქვთ დაკვეთა, გამოუშვებენ თუ არა. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ასეთი სამართლიანი მოსამართლეები გვყავს. რად გვინდა მოსამართლე, თუ უსამართლობაში ვცხოვრობთ? უსამართლობას და სადისტურ დანაშაულებს თვითონ ჩადიან ესენი. მე მაინც მგონია, რომ 24-ში გამოუშვებენ“, – განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

რაც შეეხება ბეჟან ლორთქიფანიძეს, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მისი საქმეც განიხილებოდა, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული 20-21 ივნისის საქმეზე. მან სასამართლო სხდომაზე დაკავებული პირების გათავისუფლება ითხოვა და განაცხადა, რომ როგორც თავად არ მიემალა გამოძიებას, ასევე ისინი არ მიიმალებიან.

ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ, მოსამართლე ნატო ხუჯაძეს, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, არაკომპეტენტური, არასამართლიანი მოსამართლე უწოდა,

„პატრიოტული სულისკვეთებით სავსე სამ ადამიანს პატიმრობაში ტოვებთ, რათა გახარიას ჰქონდეს სათქმელი, რომ 20 ივნისი პარლამენტზე შტურმის დღე იყო და არა გავრილოვის ღამე. აიცილეთ ეს საქმე, რომ ელემენტარული სახე შეინარჩუნოთ“, – განაცხადა ბასილაიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს 20-21 ივნისის ღამით ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული სასამართლო პროცესი. გამოძიება სისხლის სამართლის 225-ე მუხლის (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც, კანონის თანახმად, 4-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

20-21 ივნისის ღამით ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 19 პირი დააკავეს.

- Advertisement -
Radiotavisupleba.Gehttp://radiotavisupleba.ge
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news