21.6 C
London
პარასკევი, მაისი 29, 2020

სკოლების მასწავლებლებს „გამარჯობა რუბით“ სწავლების მეთოდი გააცნეს

- Advertisement -
- Advertisement -

კომუნიკაციების კომისიამ დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის ტრენინგი ჩაატარა. „გამარჯობა რუბი“ 25 ქვეყანაში აღიარებული და წარმატებული ფინური წიგნების სერიაა, რომლითაც პროგრამირებისა და კომპიუტერული მეცნიერებების საფუძვლებს ოქტომბრიდან მოსწავლეები საქართველოს სკოლებში ისწავლაინ. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. 

ტრენინგზე საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლები „თავგადასავალი პროგრამირების სამყაროში“ და „მოგზაურობა კომპიუტერში“ წიგნებით სწავლების მეთოდს გაეცნენ. კომისიის მედიაწიგნიერების ხელშეწყობისა და განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პედაგოგებს „გამარჯობა რუბის“ სახელმძღვანელოს სილაბუსი და რეკომენდაციები გაუზიარეს. საგაკვეთილო სქემა პროგრამის ავტორთან, ლინდა ლიუკასთან ერთადაა შემუშავებული და სპეციალურად ქართულ სკოლებზეა მორგებულია.  

„გამარჯობა რუბი“ – არის ფინური საბავშვო წიგნების სერია, რომელიც დაწყებითი კლასის ბავშვებში კომპიუტერული მეცნიერებების საწყისების დაუფლებას და კრიტიკული შეფასებისა და ანალიზის უნარის განვითარებას ისახავს მიზნად.  წიგნები „თავგადასავალი პროგრამირების სამყაროში“ და „მოგზაურობა კომპიუტერში“ თარგმნილი და გამოცემულია 25 ენაზე, ავტორის გადაწყვეტილებით, წიგნების ქართულად გამოქვეყნებაზე ლიცენზია კომუნიკაციების კომისიამ მიიღო. 33 წლის ფინელი პროგრამისტი და წიგნის ავტორი ლინდა ლიუკასი კომისიამ საქართველოში აპრილში ჩამოიყვანა, რომელმაც 60-მდე მასწავლებელსა და ტრენერს „გამარჯობა რუბი“ წიგნით სწავლების საგაკვეთილო სქემის შემუშავებაში სერტიფიცირებული ტრენინგი და ვორქშოფი ჩაუტარა. 

კომუნიკაციების კომისია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, 2019 წელს მოზარდებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლების ჩართულობით, მედიაწიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, 5 პროექტს განახორციელებს.

პროექტები ევროკავშირის ქვეყნების წარმატებული პრაქტიკების შესწავლის, მათი ეფექტიანობის შეფასებისა და საქართველოში განხორციელების შესაძლებლობების ანალიზის შედეგად შეირჩა.

- Advertisement -

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news