20.9 C
London
ოთხშაბათი, მაისი 27, 2020

ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფება დონეცკელი სეპარატისტების ლიდერი

- Advertisement -
- Advertisement -

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო რადიო თავისუფლებას ოფიციალურ პოზიციას აცნობს აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების საექსპედიციო სატრანსპორტო ხომალდის “USNS Yuma T-EPF-8” ფოთის პორტში ვერშესვლის მიზეზების შესახებ.

როგორც სააგენტოში გვითხრეს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სააგენტომ ყველა წყაროდან შეაგროვა ინფორმაცია.

„ფოთის ნავსადგურის მე-14 ნავმისადგომზე 16 სექტემბერს დილის საათებში დაგეგმილი იყო ამერიკული სამხედრო გემის “UMA” დაყენება, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო ფოთის პორტში მყოფი საკონტეინერო გემის სატვირთო ოპერაციების დამთავრება და გასვლა შეყოვნდა და შესაბამისად, შეფერხდა ამერიკული გემის შემოსვლაც”, – აცხადებენ სააგენტოში.

სააგენტოს ინფორმაციით, ფოთის ნავსადგურისგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, პორტს გარეთ მიმდინარე სატვირთო ოპერაციებში მომხდარი ტექნიკური შეფერხების გამო, რაც, მათი შეფასებით, ნორმალური პროცესია, საკონტეინერო გემის დატვირთვა ვერ დასრულდა დაგეგმილ დროში.

ამასთან, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მიუთითებს, რომ ამერიკულ გემს, რომლელიც შემოსვლის მიზანიც იყო კომერციული ხასიათის, დროულად ეცნობა შექმნილი გარემოების დეტალები და გააფრთხილეს, რომ ნავსადგურში შესვლის დრო გადაიწევდა.

„აღსანიშნია, რომ ყველა შესაბამისი ნებართვა სახელმწიფო უწყებებისაგან გაცემული იყო. აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო უწყებასთან იყო შეთანხმებული ეს ვიზიტი. უბრალოდ მოხდა ტექნიკური შეფერხება“, – აცხადებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. მისი ინფორმაციით, პორტში გემის შესვლას კომერციული ხასიათი ჰქონდა და ამიტომ არ იყო გათვალისწინებული ოფიციალური დახვედრა, შესაბამისად, არავინ იყო მასპინძელი.

ამ საკითხს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი 18 სექტემბერს გამოეხმაურა.

„გემის არშეშვება არ ყოფილა. ამერიკული გემი ფოთის ნავსადგურში მარაგის შესავსებად შემოდიოდა, თუმცა ნავსადგური დაკავებული იყო კომერციული გემის მიერ. იმის გამო, რომ კომერციულ მიზნებს ხელი არ შეშლოდა, ამერიკულმა ხომალდმა ფოთის პორტი დატოვა და თავისი გრაფიკით გააგრძელა გზა“ – ნათქვამია ელიზაბეთ რუდის განცხადებაში, რომელიც მედიას საქართველოში აშშ-ის საელჩომ მოაწოდა.

მედიაში მანამდე გავრცელებული ცნობებით, ფოთის პორტში შესვლის საშუალება არ მიეცა აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების საექსპედიციო სატრანსპორტო ხომალდს “USNS Yuma T-EPF-8”. სხვადასხვა მედიასაშუალების თანახმად, ხომალდი შავ ზღვაში მიმდინარე თვეში შემოვიდა და ის ფოთის პორტს უნდა მიეღო, თუმცა ხომალდი უკან გაბრუნდა.

ბიბისის რუსული სამსახურის თანახმად, სწრაფმავალი სამხედრო-სატრანსპორტო ხომალდის შავ ზღვაში შესვლის თაობაზე ცნობა თავდაპირველად გაავრცელა Bosphorus Observer-მა, რომელიც ბოსფორის სრუტეში გემების გადაადგილებას ადევნებს თვალს. რუსეთის მედია ავრცელებს რუსეთის თავდაცვის მართვის ცენტრის ცნობას, რომ ხომალდი შავი ზღვის აკვატორიაში შევიდა 14 სექტემბერს, საღამოს, და მას რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემები აედევნენ.

ბიბისის რუსული სამსახურის თანახმად, USNS Yuma განეკუთვნება Spearhead-ის ტიპის მრავალფუნქციურ ხომალდს, წელს ის მესამედ შევიდა შავი ზღვის აკვატორიაში, შესვლის მიზნები უცნობია.

- Advertisement -
Radiotavisupleba.Gehttp://radiotavisupleba.ge
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news